დაბა ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა N19 სამკურნალო დაწესებულებაში 33 წლის ოთარ ხაბელაშვილი გარდაიცვალა. იგი გორის რაიონის სოფელ სვენეთში ცხოვრობდა.
ინფორმაცია 33 წლის პატიმრის გარდაცვალების შესახებ presage.tv -ს ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მოაწოდა, რომელიც ოთარ ხაბელაშვილის უფლებებს ახლო წარსულში იცავდა. მამუკა ნოზაძის განმარტებით, ხაბელაშვილს გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი.
„უმძიმესი ავადმყოფი იყო. მას ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დაწერილი შესაბამისი დასკვნაც ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასჯელი, არც სასამართლომ გადაუვადა და არც ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ერთობლივმა სამედიცინო კომისიამ“, - გვითხრა ნოზაძემ.