კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მომვარდა და ეხლა შენ თავზე დაგახევ გაზეთებს, ბიძინაშვილის დედაცო“

6 აპრილი, 2012

„ქუჩაში „ქართული ოცნების“ გაზეთს ვკითხულობდი, როცა საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის ბუღალტერი ნიკო რუსიშვილი მოვიდა და მითხრა, ეხლა შენ თავზე გადაგახევ გაზეთებსო. რატომ მეთქი, იმიტომ, რომ ბიძინაშვილის დედაცო და ვინც გადმოიტანა, იმის დედაცო“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტაში მცხოვრებმა გულჩინა წიქორიძემ.

მისივე თქმით, რესურსცენტრის ბუღალტერი მისგან გაზეთის გადაგდებას მოითხოვდა. „მომვარდა და გინდა თუ არა, გადააგდეო, თორემ დაგახევ თავზეო. ივანიშვილის დედაცო და იმის გადმომტანის დედაცო, ალბათ დააწინაურებენ მალე“, - აღნიშნა გულჩინა წიქორიძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ბუღალტერს ნიკო რუსიშვილს ვერ დაუკავშირდა.

შეგახსენებთ, რომ ახმეტის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსი ბელა მარუქაშვილი ხელმძღვანელობდა, 5 მარტს, ახმეტაში პრეზიდენტ სააკაშვილის დასახვედრად საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისმობილიზაციას. პრეზიდენტის ვიზიტის გამო ახმეტის საჯარო სკოლებში ბოლო გაკვეთილები მოიხსნა, ქალაქის სკოლებში კი 12:00 საათის შემდეგ სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობა რომ ყოფილიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს მოსწავლეები მანქანების საბარგულებითაც გადაჰყავდათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები