კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილი: „ვინც რეზერვისტთა იდეაზე ხელს აღმართავს, ის პირდაპირ საქართველოს მტერს ემსახურება“

10 აპრილი, 2012

„ვინც დღეს საქართველოში ხელს აღმართავს ქართული ჯარის იდეაზე, მათ შორის რეზერვისტთა იდეაზე, ის პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით, პარლამენტის ეზოში ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, მარტო ბოლო 9 თვეში ნებაყოფლობით რეზერვში 50 000 ადამიანი ჩაეწერა და ეს რიცხვი ზაფხულამდე 100 000-ზე ავა.

„მე არ ვლაპარაკობ გაწვეულ რეზერვზე, არამედ ვლაპარაკობ ნებაყოფლობით რეზერვისტებზე - იმ ქართველებზე, ვისაც უნდა თავისი სოფლის, თავისი ქალაქის, უბნის, კორპუსის დაცვა და ამისთვის ითხოვენ ჩვენგან წვრთნას და იარაღს. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე ჯგუფის ახირება. ეს ხალხი სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის, სხვადასხვა აღმსარებლობის, სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლობის არის, მაგრამ მათთვის ერთნაირად ძვირფასია საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეა და მე ვამაყობ, რომ ჩვენს ჯართან ერთად ეს შეიქმნა საქართველოში. ჩვენ არასდროს უნდა აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს ერთ ნაწილს მტერი ჯიჯგნიდა, ხოლო თბილისის ყველა რესტორანი სავსე იყო მოქეიფე ხალხით“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები