კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მაისურაძის ინიციატივის წინააღმდეგ

10 აპრილი, 2012

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აპროტესტებს პარლამენტარ რატი მაისურაძის ინიციატივას ჟურნალსიტთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელების შემოღების თაობაზე. კანონპროექტის მიხედვით, აიკრძალება მედიასაშუალებებით ეჭვმიტანილის ფოტო და ვიდეოგამოსახულების ჩვენება, იმ შემთხვევაში თუ მოხდება პირის იდენტიფიცირება. მაისურაძე მიიჩნევს, რომ ბრალდებულის იდენტიფიცირების შემთხვევაში ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს მითითებული არგუმენტებით ჟურნალისტების შეზღუდვის კიდევ ერთ მცდელობას. ბრალდებულის მაიდენტიფიცირებელი მასალის გავრცელება არის მედიის თვითრეგულირების საკითხი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოექცეს ხელისუფლების რეგულირების სფეროში“ - ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება უდანაშაულების პრეზუმფციას, ქარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი სასამართლო წესით უნდა განიხილებოდეს, რადგან ეს ინდივიდუალური ზიანის საკითხია და კონკრეტულმა საჯარო მოხელეებმა არ უნდა გადაწყვიტონ.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვის კიდევ ერთ მცდელობას, შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ გაიზიაროს რატი მაისურაძის ინიციატივა.

www.news.ge 

ახალი ამბები