კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ მოითხოვს, შეწყდეს კონკრეტული მედია საშუალებების დისკრიმინაცია

12 აპრილი, 2012

მედიაგაერთიანებამ „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ პეტიცია გაავრცელა და კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელევიზიებზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მედიაგაერთიანების წევრები მიიჩნევენ, რომ კომისია სიხშირეების დარეგულირების ნაცლად, თავისუფალ ტელევიზიებზე ზეწოლის მექნიზმად ჩამოყალიბდა, „რომლის პერმანენტული ზეწოლის გამო, ადგილობრივი დამოუკიდებელი მაუწყებლები კონკურენციას ვერ უწევენ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ეროვნულ მაუწყებლებს“, - ნათქვამია პეტიციაში და იქვე აღნიშნულია, რომ კომისია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

„იგი არ ინტერესდება იმ მაუწყებლებით, რომლებიც ხელისუფლებას ემსახურებიან, თუმცა, აქტიურად ახორციელებს თავისუფალ მაუწყებლებზე ზეწოლას“.

ზეწოლის მაგალითად მედიაგაერთიანების წევრებს კომისიის მიერ სიხშირეების უკანონო გამოყენებისთვის ტელეკომპანია „თრიალეთის“ (გორი) დაჯარიმება მოჰყავთ და აცხადებენ, რომ კომისიას ამ გადაწყვეტილების არგუმენტირებული დასახელება არ წარმოუდგენია.

„მედიაგაერთიანება კომისიისაგან მოითხოვს,  ჟურნალისტების და ექსპერტების თანდასწრებით შემოწმდეს „თრიალეთის“ მიერ ლიცენზიით მინიჭებულ სიხშირეებზე მაუწყებლობა!“ - აღნიშნულია პეტიციაში.

მედიაგაერთიანება ასევე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ზეწოლის ქვეშაა ტელეკომპანია „,მე-9 არხიც“. პეტიციის თანახმად აშინებენ იმ  საკაბელო ქსელების ოპერატორებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება გახდნენ ტელეკომპანია „მე-9 არხის“ რეტრანსლაციის განმახორციელებლები. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“.

მედიაგაერთიანება მიიჩნევს, რომ ამ კომპანიის  წინააღმდეგ გამართულ კამპანიაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, „რომელიც ყოველგვარი კანონიერი საფუძვლისა და უფლებამოსილების გარეშე ზღუდავს საკაბელო ქსელის ოპერატორს და აიძულებს ქსელიდან გათიშოს უცხოური პოპულარული ტელემაუწყებლები“.

მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ მოითხოვს, შეწყდეს ზეწოლა თავისუფალ  მედიაზე, შეწყდეს  კონკრეტული მედია საშუალებების დისკრიმინაცია და მოხდეს მათი თანაბარუფლებიან პირობებში ჩაყენება.

მედიაგაერთიანების წევრები ამ პეტიციას საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს გაუგზავნიან.

Media.ge

ახალი ამბები