კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ ოთხ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

17 აპრილი, 2012

სეპარატისტული აფხაზეთის სასამართლომ 14 აპრილს აფხაზეთის ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ ოთხ პირს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, იტყობინება „აფსნიპრესი“.

თავდაპირველად, თებერვალში განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს, თუმცა როგორც ჩანს მოგვიანებით ორი მათგანი გაათავისუფლეს, რადგანაც 14 აპრილს სასამართლოს წინაშე მხოლოდ ოთხი ეჭვმიტანილი წარსდგა.

იმ ოთხ ეჭვმიტანილს შორის, რომელთაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, არის ცნობილი ბიზნესმენი ანზორ ბუთბა. დანარჩენი სამნი– ალხას ხუტაბა, თიმურ ხუტაბა და რამზი ხაშიგი – ნაკლებად არიან ცნობილი სეპარატისტული რეგიონის ფართო საზოგადოებისთვის.

აფხაზური კანონმდებლობის თანახმად, ოთხ ეჭვმიტანილს სასჯელი 2012 წლის 12 მაისამდე უნდა გამოუტანონ.   

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოები განაგრძობენ საგამოძიებო და ოპერატიულ ღონისძიებებს „დანაშაულის დანარჩენი თანამონაწილეების გამოსავლენად“.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები