კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მნიშვნელოვან საკითხებს პარლამენტმა კვორუმის უქონლობის გამო კენჭი ვერ უყარა

17 აპრილი, 2012

საქართველოს პარლამენტმა 12 აპრილს კვორუმის უქონლობის გამო ვერ შეძლო კენჭი ეყარა მთელ რიგი კანონპროექტებისთვის.

სხვა საკითხებთან ერთად, პარლამენტს მეორე მოსმენით უნდა მიეღო პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები, ასევე კენჭი უნდა ეყარა დადგენილებაზე სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის 2011 წლის ანგარიშზე  საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მან საკანონმდებლო ორგანოში 12 აპრილის სხდომაზე წარადგინა. ასევე იგეგმებოდა კენჭისყრა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ინიციატივაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, რასაც მმართველი პარტია მხარს არ უჭერს.

ელექტრონულ კენჭისყრამდე ჩატარებულმა რეგისტრაციამ აჩვენა, რომ დარბაზში 98 დეპუტატი იმყოფებოდა, თუმცა ოპოზიციურმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ეჭვი შეიტანა ამაში და უთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, რომ დარბაზში უფრო ნაკლები დეპუტატი იყო რეალურად წარმოდგენილი.

ათი წუთის შემდეგ ჩატარებულმა რეგისტრაციამ აჩვენა, რომ დარბაზში 80 დეპუტატი იმყოფებოდა, თუმცა ბაღათურია დაჟინებით აცხადებდა, რომ დარბაზში კენჭისყრისთვის საჭირო 76 დეპუტატზე ნაკლები იმყოფებოდა.

„მართლაც აღმოჩნდა რამდენიმე ფაქტი, რომ კოლეგა დეპუტატები არ იმყოფებიან დარბაზში და მათი პულტი იქნა გამოყენებული კენჭისყრის დროს. ყველა ამ დეპუტატს დაექვითება ერთი თვის ხელფასი რეგლამენტის შესაბამისად. გმადლობთ, ბატონო ჯონდი, პროცედურულ საკითხში დახმარებისთვის, ნამდვილად ვაფასებ, რომ დამეხმარეთ... კვორუმი არ არის და ამიტომ დღეს კენჭისყრები აღარ იქნება და კენჭისყრები ჩატარდება მომავალ სასესიო კვირის სხდომაზე [24 აპრილს]“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს პარლამენტის პარლამენტის დეპუტატი სხდომაზე არმყოფი კოლეგის ნაცვლად გადის რეგისტრაციას და ხმას აძლევს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, მას დაეკისრება ჯარიმა 1 თვის ხელფასის ოდენობით და არა იმ დეპუტატს, რომელმაც მის ნაცვლად მისცა ხმა.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები