კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არჩევნების ასეთი მეთოდებით დაწყება კანონიერი არ არის“

17 აპრილი, 2012

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტები ძალიან გახშირდა.

„ჩვენი წარმომადგენლები შეხვდნენ ოპოზიციის მხარდამჭერებს, ვინც სამსახურებიდან გაათავისუფლეს, მაგალითად, ზურა თერგიაშვილს და ზვიად ყვირალაშვილს. ასევე შეხვედრები გვქონდა ახმეტაში და შევხვდით იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა და პრობლემები შეექმნათ. ისინი კოალიციის ან რომელიმე პარტიის წევრები არ არიან.

ჩვენ გვითხრეს, რომ აღდგომის შემდეგ კიდევ ბევრი შემთხვევა იქნება, რადგან არის მინიშნებები. სასწრაფოდ ვაკეთებთ ანგარიშს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდებთ, რადგან მათი მხრიდან შენიშვნები უფრო ეფექტურია ხელისუფლების მიმართ. ჯერ ივანიშვილს პარტია არ ჩამოუყალიბებია და მათ მხარდამჭერებზე უკვე ასეთი ზეწოლა ხორციელდება, არჩევნების პერიოდი რომ მოვა, მაშინ რა იქნება? ასეთი ქმედებები დაუშვებელია. ვცდილობთ გათავისუფლებულ მოსამსახურეებს სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ“, - განუცხადა მგალობლიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები