კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის საინფორმაციო ცენტრის რესპოდენტს თავშესაფარი დაურბიეს

18 აპრილი, 2012

17 აპრილს ღამით, დაახლოებით 21:00 საათზე, ახმეტაში მცხოვრებ მარტოხელა გულჩინა წიქორიძეს დაუდგენელმა პირებმა თავშესაფარი დაურბიეს. როგორც გულჩინა წიქორიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, საღამოს მეზობელთან იყო გასული, სახლში დაბრუნებულს კი ოთახის კარი ჩამოგდებული დახვდა, ჭურჭელი გადმოყრილი და დამტვრეული, საჭმელად მოხარშული ჭინჭარი იატაკზე დაღვრილი.

„საღამოს მეზობელთან ვიყავი გასული, „მაესტროს“ ვუყურებდი. სახლში დაახლოებით 9 საათზე მივედი. უკვე ბნელოდა. ოთახის კარები ჩამოგდებული დამხვდა, მაგიდიდან ჭურჭელი გადაყრილი და დამტვრეული იყო. ჭინჭარი მქონდა მოხარშული საჭმელად და ისიც იატაკზე დაეღვარათ. ვინ იყო, არვიცი. წუხელ მთელი ღამე გარეთ გავათენე“, - აღნიშნა გულჩინა წიქორიძემ.

გულჩინა წიქორიძეს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მან კახეთის საინფორმაციო ცენტრს უამბო, როგორ დაემუქრა ახმეტის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის ბუღალტერი ნიკო რუსიშვილი „ქართული ოცნების“ გაზეთის კითხვისა და გავრცელების გამო. „მომვარდა და გინდა თუ არა, გადააგდეო, თორემ დაგახევ თავზეო. ივანიშვილის დედაცო და იმის გადმომტანის დედაცო“, - აღნიშნა გულჩინა წიქორიძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ვიდრე გულჩინა წიქორიძეს თავშესაფარს დაურბევდნენ, წინა დღეს, 16 აპრილს, საღამოს, ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ახმეტის სერვის ცენტრის - მენეჯერი ვაჟა მარუქაშვილი გულჩინა წიქორიძის ერთ-ერთ მეზობელს მიუვარდა და მათ ადანაშაულებდა, რომ წიქორიძეს ისინი აქეზებდნენ. თვითმხილველების განცხადებით, მარუქაშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და უცენზურო სიტყვებით იგინებოდა.

აღსანიშნავია, რომ გაურკვეველი მიზეზით, გულჩინა წიქორიძეს ამ დრომდე შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგია.

სახლის დარბევის ფაქტზე ახმეტის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი მიმართავს კახეთის საოლქო პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება გულჩინა წიქორიძის მიმართ განხორციელებული მუქარის და ქონების დაზიანების ფაქტებზე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ორიგინალი ვრცლად

ახალი ამბები