კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები თავს იკლავენ

18 აპრილი, 2012

აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი დაკავებულიდან ერთ–ერთმა ამ ღამით ციხის საკანში თავი ჩამოიხრჩო, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები „რია ნოვოსტი“ და „ინტერფაქსი“ სეპარატისტული რეგიონის სამართალდამცავი სტრუქტურების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

თიმურ ხუტაბა იმ ოთხ ეჭვმიტანილს შორის იყო, რომელთაც გასულ კვირას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ ანქვაბზე თებერვალში განხორციელებულ თავდასხმათან დაკავშირებით, რასაც დე ფაქტო პრეზიდენტის დაცვის ორი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავებულებს შორის არის ასევე ცნობილი ბიზნესმენი ანზორ ბუთბა.

ხუტაბას სავარაუდო თვითმკვლელობის შესახებ ცნობამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა აფხაზეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის თვითმკვლელობის შესახებ. ალმასბეი კჩაჩმა გაგრაში საკუთარ სახლში მას შემდეგ მოიკლა თავი, რაც სამართალდამცავები 17 აპრილს მასთან ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმასთან შესაძლო კავშირების გამო დასაპატიმრებლად მივიდნენ.  

„ინტერფაქსი“ ასევე იტყობინება, რომ კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, გუდაუთის მკვიდრი მურმან საკანია შეეცადა თვითმკვლელობას; სანამ 17 აპრილს სამართალდამცავები მის დასაპატიმრებლად მივიდოდნენ, მან ყელი გამოიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, საკანია საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

2005 წლის შემდეგ თებერვალში ანქვაბზე განხორციელებული უკვე მეხუთე ან შესაძლოა მეექვსე თავდასხმა იყო. არც ერთი წინა შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და არც არავინ დაუკავებიათ.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები