კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„იმედმა“ გადაცემა „ქალური ლოგიკის“ წინააღმდეგ საჩივარი არ დააკმაყოფილა

18 აპრილი, 2012

ტელეკომპანია „იმედის“ თვითრეგულირების ორგანომ 17 აპრილს არ დააკამყოფილა „მედია კლუბის“ საჩივარი გადაცემა „ქალური ლოგიკის“ წინააღმდეგ.

მოქალაქეებმა და თბილისის „მედია კლუბის“ წევრებმა ტელეკომპანია „იმედთან“აქცია 26 მარტს გამართეს და გადაცემა  „ქალური ლოგიკაგააპროტესტეს. მათი აზრით, გადაცემა „ქალური ლოგიკა“ დისკრიმინაციულია ქალების მიმართ და ეწინააღმდეგება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს, რომლის მიხედვითაც მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისაგან, რაც გააღვივებს სიძულვილს, ან არატოლერანტობას რომელიმე სქესის მიმართ.

საჩივრის ავტორები მოითხოვდენ გადაცემის ეთერში გაშვების შეწყვეტას, ან მისი შინაარსის იმგვარად შეცვალას, რომ იგი შესაბამისობაში მოვიდეს ჟურნალისტიკის ეთიკურ სტანდარტებთან.

თავის დროზე, ამ თემაზე კომენტარი გააკეთა გადაცემა „ქალური ლოგიკის“ პროდიუსერმა დავით იმედაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ საზოგადოების ნაწილმა გადაცემა არასწორად აღიქვა. 26 მარტს „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იმედაშვილი აცხადებს, რომ „ქალური ლოგიკის“ მთავარი არსი არ არის  მარტივ კითხვებზე სერიოზული პასუხის გაცემა.

„თუ დააკვირდებით გადაცემას, ბევრ კითხვაზე პასუხი არც მამაკაცებმა იცოდნენ, თუმცა ეს მარტივი შეკითხვები ისმება იმისათვის, რომ კაცები მიხვდნენ ქალები რა გზით მივლენ პასუხებამდე. ამიტომ არამგონია, რომ რომელიმე სქესს ეს შეურაცხყოფას აყენებდეს“, - აღნიშნა დავით იმედაშვილმა და დასძინა, რომ „ქალური ლოგიკა“ ჰოლანდიური გადაცემის ანალოგია, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ვრცელდება „არ მესმის, თუ იქ შესაბამისობაშია  კანონთან, ჩვენთან რატომ არის პრობლემა“, - განაცხადა იმედაშვილმა.

ნატა ძველიშვილი, Media.ge

ახალი ამბები