კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან გოგორელიანი - ჩემი ძმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს

19 აპრილი, 2012

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მეხუთე კვარტლის მიმდებარე ტერიტორიიდან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ბერა ივანიშვილის სტუდია “Georgian dreams studio”-ს წევრის, “რუსთავი2”-ის გასართობი გადაცემების ყოფილი თანამშრომლის, ლევან გოგორელიანის ძმა, ლაშა გოგორელიანი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” ლევან გოგერელიანმა დაუდასტრა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” მან განუცხადა, ლაშა გოგორელიანი საცხოვრებელ სახლთან მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც 6 მანქანაში მყოფი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მივიდნენ და მისი ძმა გაიტაცეს.

“ჩემმა ძმამ პოლიცია არც იცის, რა არის. მთელი ცხოვრება წესიერი ცხოვრებით ცხოვრობს. წარმოდგენა არ მაქვს, რა გახდა ლაშას დაკავების მიზეზი. მითხრეს, რომ 6 მანქანა მოვარდა და წაიყვანეს”, - აღნიშნა ლევან გოგორელიანმა. მისივე თქმით, ლაშა გოგორელიანიც ბერა ივანიშვილის სტუდიაში მუშაობს.

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გასართობი შოუების მსახიობები თემო მჟავია, ამიკო ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი, იგივე “ფაქო” “Georgian dreams studio”-ში დაახლოებით ორი კვირის წინ გადავიდნენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები