საგადასახადო კოდექსში ცვლილება შედის. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ხელფასის ნაღდი ფულით გაცემა, გარკვეული შემთხვევების გარდა, ხარჯში აღარ ჩაითვლება.
კერძოდ, ნაღდი ფულადი ფორმით გაცემული ხელფასის სახით გაწეული ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის შემთხვევებს ფინანსთა მინისტრი დაადგენს.
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება კოდექსის 106-ე მუხლში შედის. ეს მუხლი იმ ხარჯების ჩამონათვალს ეხება, რომლებიც არ გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან.
ჩამონათვალს ახალი პუნქტი ემატება, სადაც ნათქვამია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ნაღდი ფულადი ფორმით გაცემული ხელფასის სახით გაწეული ხარჯი, გარდა ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემთხვევებისა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი