კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მედია კლუბი“ „ქალური ლოგიკის“ წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს

20 აპრილი, 2012

„მედია კლუბი“ ტელეკომპანია „იმედის“თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტელევიზიის სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრებს.

17 აპრილს თვითრეგულირების ორგანომ, რომელიც ტელევიზიის ხელმძღვანელობისგანაა დაკომპლექტებული, არ დააკმაყოფილამედია კლუბისსაჩივარი, სადაც გადაცემა „ქალურ ლოგიკას“ ქალების მიმართ დისკრიმინაციულიად მიიჩნევდნენ და მის დახურვას ან მეტად დაბალანსებულად შეცვლას ითხოვდნენ.

„არცერთი დასაბუთება არ მოგვისმენია, რატომ არ ითვლება გადაცემა არადისკრიმინაციულად. ის მიდგომა, რომ გადაცემა იგივე ფორმატით რამდენიმე ქვეყანაში ვრცელდება, არ არის საფუძველი, რომ ჩვენი კულტურული ფონიდან გამომდინარე გავუშვათ ასეთი გადაცემები, რომლებიც სხვა ქვეყანაში შეიძლება მისაღები იყოს“, - აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნათია კაპანაძე.

მისი თქმით, „იმედის“ თვითრეუგლირების ორგანოში განმარტეს, რომ გადაცემის ფორმატი ვერ შეიცვლება, რადგან ლიცენზია ამ სახით აქვთ მიღებული და აღნიშნეს, რომ  ეს გადაცემა გადის  რუსეთსა და ჰოლანდიაში, მაგრამ მას საზოგადოების პროტესტი არ გამოუწვევია.

„მედია კლუბის“ საჩივარს სააპელაციო ორგანოში ცხრა წევრისგან შემდგარი კომისია განიხილავს, სადაც ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საზოგადეობის წევრებიც იქნებიან წარმოდგენილი.

კაპანაძე ამბობს, რომ რადგან გადაცემა  არა კანონს, არამედ ეთიკურ ნორმებს არღვევს, „მედია კლუბს“ სამოქმედოდ მხოლოდ ეს ორი ბერკეტი აქვს - თვითრეგულირების ორგანოში საჩივარის შეტანა, ხოლო შემდეგ გადაწყვეტილების იგივე ორგანოს სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრება.

რა ზომებს მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ არც სააპელაციო ორგანო არ დააკმაყოფილებს „მედია კლუბის“ მოთხოვნას, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

სააპელაციო ორგანომ საჩივარი 30 დღის მანძილზე უნდა განიხილოს.

თამარ ფარადაშვილი, media.ge

ახალი ამბები