03:15, Saturday, 22.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„კოჭოიამ“ და არქანიამ აღიარებითი ჩვენებები შეცვალეს - სააპელაციო სასამართლოში პროცესი საეჭვოდ გადაიდო

20.04.2012

ალექსი ბეჟანიშვილი, „ინტერპრესნიუსის“ მიხედვით

საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელებაში მსჯავრდებულების ადვოკატები სააპელაციო სასამართლო პროცესებზე მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბადრაგირების პრობლემას პატიმრების მიერ ჩვენებების შეცვლას უკავშირებენ.

როგორც ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ძირითადად, სასამართლო პროცესებზე მსჯავრდებულების არმიყვანა "კოჭოიად" ცნობილ მერაბ ყოლბაიას უკავშირდება, რომელიც 2010 წელს ბრალს აღიარებდა და ახლა ჩვენების შეცვლა უნდა.

18 აპრილს სააპელაციო სასამართლოში გადაიდო მერაბ ყოლბაიას, მეტსახელად - „კოჭოიას“ და 2010 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებაში კიდევ 6 მსჯავრდებულის სასამართლო პროცესი. მოსამართლის თქმით, პროცესის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ ბადრაგმა მსჯავრდებულების ეტაპირება არ მოახდინა.

„ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, პრობაციის სამინისტროში გაგვერკვია, თუ რატომ არ მიიყვანეს მსჯავრდებულები სასამართლო პროცესზე, თუმცა მათგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით: ბადრაგმა „კოჭოია“ სასამართლოზე არ მიიყვანა / გელა ნიკოლეიშვილი: „მომდევნო სასამართლომდე ამ ხალხის კარგად „დასამუშავებლად“ დრო სჭირდებათ“.

დაცვის მხარის ადვოკატების თქმით, სასამართლო პროცესის ჩაშლის რეალური მიზეზი ისაა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს სურთ, მეტი დროს ჰქონდეთ მსჯავრდებულების კარგად „დასამუშავებლად“.

„სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გვითხრეს, რომ სასამართლოსგან პატიმრების ეტაპირების შესახებ მოთხოვნის წერილი არ მიგვიღია და სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა მათი პროცესზე მოყვანაო. თუმცა, სასამართლოს ეს წერილი შესაბამისი პროცედურების დაცვით დაწესებულებისთვის ნამდვილად გაგზავნილი აქვს. სავარაუდოდ, საქმე რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს და ამას აუცილებლად გავარკვევთ“, - აღნიშნა სასამართლო პროცესზე მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილმა.

„მერაბ ყოლბაიამ, მეტსახელად „კოჭოიამ“ აღიარებითი ჩვენება წინა სასამართლო პროცესზე შეცვალა და თქვა, რომ ტერაქტის განხორციელებაში ბრალი არ მიუძღვის. მისივე განცხადებით, თავდაპირველად დანაშაული იმიტომ აღიარა, რომ ამგვარი ჩვენების მიღების მიზნით, სამართალდამცავები მას სასტიკად აწამებდნენ“, - აღნიშნავს გაზეთი „რეზონანსი“.

„ამჯერად, როგორც ჩანს, პატიმრების პროცესზე არმიყვანის მიზეზი ის არის, რომ ვერ მოახერხეს მათი დათანხმება პირვანდელ ჩვენებასთან დაბრუნებასთან დაკავშირებით. ალბათ, ვერც ის მოახერხეს, რომ დაერწმუნებინათ მსჯავრდებულები, რომ პირვანდელი ჩვენებისთვის დაბრუნებისთვის შეღავათს გაუკეთებენ“, - განუცხადა გელა ნიკოლაიშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

„ყოლბაია სასჯელს გლდანის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იხდის. მისი ადვოკატის მათე ხარჭამაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე „კოჭოიამ“ თქვა, რომ სამართალდამცველებმა მისგან აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მოიპოვეს, პატიმართან პროკურატურის წარმომადგენელი შევიდა და ყოლბაიას თავისი სიტყვების უკან წაღების სანაცვლოდ სასჯელის შემსუბუქება შესთავაზა.

„როგორც ჩემი დაცვის მყოფმა მითხრა, პროკურატურის წარმომადგენელს მისთვის სასამართლო პროცესზე წამოდგომა, მაისურის აწევა და ყველასთვის იმის დემონსტრირება მოუთხოვია, რომ წამების არანაირი კვალი არ აღენიშნება. გუშინწინ ყოლბაიამ მითხრა, რომ სასამართლო პროცესზე შიმშილობის დაწყების შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებდა“, - განაცხადა ხარჭამაძემ, რომლის განმარტებით, ყოლბაია ხედავდა, რომ გამოძიება არაობიექტურად და უსამართლოდ ტარდებოდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის - შიმშილობისთვის მიემართა: „გუშინწინ ჩემთან საუბარში ყოლბაიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისგან აღიარებითი ჩვენება სამართალდამცველებმა წამების შედეგად მოიპოვეს. სიმართლე გითხრათ, ბადრაგმა მსჯავრდებულები პროცესზე რომ არ მოიყვანა, არ გამკვირვებია. შეხვედრისას ისეთ თემებზე ვისაუბრეთ, რომ ეს მოსალოდნელიც იყო. ის ამ სასამართლო პროცესზე ძალიან მნიშვნელოვანი რამის თქმას აპირებდა და ალბათ, სწორედ ამიტომ არ მოიყვანეს“, - ამბობს ხარჭამაძე „რეზონანსის“ სტატიაში. იგი არ გამორიცხავს, რომ დანაშაულის აღიარების მიზნით, პატიმარზე ზეწოლა მომავალ სასამართლო სხდომამდეც განხორციელდეს“.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისასადვოკატი მათე ხარჭამაძე ასევე აცხადებს, რომ მერაბ ყოლბაიასთან შეხვედრისას მსჯავრდებულს მოთხოვნა ჩვენების შეცვლის შესახებ წერილობით დააწერინა. თუმცა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილის გამოტანის უფლება არ მისცეს.  „წერილის გამოტანის უფლება სსსკ-ის 297-ე მუხლით გაგვაჩნდა, მაგრამ ციხის ადმინისტრაციამ არ მომცა უფლება, რომ წერილი გამომეტანა და სასამართლო სხდომაზე წარმომედგინა“, - ამბობს მათე ხარჭამაძე.

„ტერორიტული აქტის მოწყობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირის - დავით კეკუტიას ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის თქმით, მსჯავრდებულების ეტაპირება დილით დაგეგმილი იყო, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეიცვალა - „სასამართლოდან პირდაპირ გლდანის ციხეში წავედი და გავარკვიე, რომ დილით მსჯავრდებულები ე.წ. ფუქსებში ყავდათ ჩაყვანილი. ესაა ადგილი, სადაც პატიმრები სასამართლო პროცესზე წაყვანამდე შეჰყავთ ხოლმე. ასე რომ, მოსამართლის მიერ სასამართლო პროცესის გადადების შესახებ წარმოთქმული არგუმენტი აბსურდული და სულელურია“, - ამბობს გელა ნიკოლეიშვილი, რომლის მტკიცებით, რეალური მიზეზი იმისა, რის გამოც ამ ხალხის ეტაპირება არ მოხდა, არის ის, რომ როგორც ჩანს, მომდევნო სასამართლომდე ამ ხალხის კარგად დასამუშავებლად დრო სჭირდებათ.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მერაბ ყოლბაიას გარდა წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება გოგიტა არქანიამაც შეცვალა. არქანია მხოლოდ თბილისში ტერაქტების ჩადენას აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ტერაქტების ჩადენაში აღიარებითი ჩვენება ზეწოლის გზით მისცა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ბრალდებულ პირთა ვინაობა დაადგინა, რის შედეგადაც 2010 წლის 4 დეკემბერს დაკავებულ იქნენ:

გოგიტა რევაზის ძე არქანია (დაბ. 1979 წ.) - აფეთქებების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.

ჯონი მურადის ძე აბულაძე (დაბ. 1982 წ.) - თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი;

მარიამ მურმანის ას ნიკოლავა (დაბ. 1977 წ.) - თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი;

გოჩა მალხაზის ძე ხურცილავა (დაბ. 1985 წ.) - თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას;

გოდერძი რევაზის ძე არქანია (დაბ. 1978 წ.) - თანამონაწილე;

ლელა მალხაზის ას ხურცილავა (დაბ. 1983 წ.) - თანამონაწილე.

მერაბ შერმადინის ძე ყოლბაია, მეტსახელად "კოჭოია" (დაბ. 1979 წ.) - აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი;

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გოგიტა არქანიამ და ძებნილმა მერაბ ყოლბაიამ განახორციელეს:

2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება ქ. თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის №88-ში მდებარე „ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი.

2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის №13-ში მდებარე სუპერმარკეტთან;

2010 წლის 22 სექტემბერს აფეთქება ქ. თბილისში, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს;

2010 წლის 21 ოქტომბერს ორი აფეთქება ქ. თბილისის რკინიგზის სადგურთან;

2010 წლის 2 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფ. ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC