კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2008 წლის ომის დროს დაღუპული სამხედროს ოჯახი სახელმწიფოს ნაჩუქარ ბინაზე უარს ამბობს

23 აპრილი, 2012

2008 წლის ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, გიორგი ტატუაშვილის ოჯახი სახელმწიფოს მიერ საჩუქრად გადაცემულ ბინაზე უარს ამბობს. სამხედრო მოსამსახურის დედა დარეჯან პატაშური ჟურნალისტებს დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა და ხელისუფლება მის დევნაში დაადანაშაულა.

"ქალბატონი დარეჯანი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მარტიდან არის. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო, ხელისუფლება მას და მის ოჯახს ავიწროებს. ზეწოლა ხორციელდებოდა მის მცირეწლოვან შვილებზეც, რის გამოც ბავშვები მეგობრის ოჯახში ჰყავდა გადამალული. გადავიღეთ პოლიციის სამი მანქანა, რომელიც დარაჯობდა ბინას და ელოდებოდა ბავშვების სახლიდან გამოსვლას. ჩვენ იქ რეპორტიორები გავგზავნეთ და რეპორტაჟს უახლოეს მომავალში ნახავთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე შეფასებით, ეს ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივ იდეოლოგიას.
"ჩვენ გვაქვს ერთი კაცის ქვეყანა. მინდა მოსახლეობას განვუცხადო, რომ არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, განსხვავებული აზრის გამო დაჩაგროს ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ მოვახერხებთ, რომ სააკაშვილის იდეოლოგიისგან დავიცვათ თითოეული კაცი. ჩვენ გვაქვს თითოეული მოქალაქის ძალადობრივი იდეოლოგიისგან დაცვის კონკრეტული პროგრამა, რომელსაც ორ-სამ კვირაში ავამოქმედებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თავად დარეჯან პატაშურის განმარტებით კი, მისი მცირეწლოვანი შვილი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა მანქანაში ჩაისვეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ დააბრუნეს.

"მე მათ ამ ნაბიჯში ამოვიკითხე, რომ გავჩუმდე და ჭკვიანად ვიყო. ასევე ის, რომ ჩამომართმევენ ბინას, რომელიც გიორგის სიცოცხლის ფასად მივიღე. მინდა ვთქვა, რომ ჩემს უმცროს ვაჟიშვილთან შეთანხმებით, ვტოვებთ ამ ბინას", - განაცხადა დარეჯან პატაშურმა.

მისივე განმარტებით, ვარკეთილში, სამხედრო ქალაქში აშენებული საცხოვრებელი ბინა სახელმწიფოსგან სამი კვირის წინ მიიღო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები