კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა GPB-ს სამეურვეო საბჭოს წევრად მომღერალი ზაზა კორინთელი დაამტკიცა

25 აპრილი, 2012

საქართველოს პარლამენტმა 24 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამურვეო საბჭოს წევრად მომღერალი ზაზა კორინთელი (ზუმბა) დაამტკიცა. ის კავშირ „არტ გენის“ დირექტორიცაა.

მეურვის პოსტზე მისი კონკურენტები გივი კუბლაშვილი  და გიორგი ჯანოაშვილი იყვნენ. კუბლაშვილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტია, ჯანოაშვილი კი იგივე პოზიციაზე  თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობაში მუშაობს.

სამეურვეო საბჭოს წევრის ადგილზე კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ეს პოსტი მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დავით აფრასიძემ დატოვა. მისი განმარტებით, საბჭოდან წამოსვლის მიზეზი ინტერესთა კონფლიქტი იყო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში (შსს) მუშაობის დაწყებამ გამოიწვია.

პრეზიდენტის განკარგულებით, აფრასიძის ადგილზე კონკურსი 2012 წლის 15 თებერვალს გამოცხადდა. ერთი თვის განმავლობაში მეურვის კანდიდატად დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. სხვა კრიტერიუმებთან ერთად კონკურსის მონაწილე „უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება“.

სამეურვეო საბჭოს მეურვის ვაკანტურ ადგილზე ბოლო კონკურსი მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა. მაშინ პარლამენტმა წარდგენილი კანდიდატურებიდან  ამ პოსტზე  ინგლისური ენის საგანმანათლებლო ცენტრის, „British House“-ის დირექტორი  ნატალია დვალი დაამტკიცა.

სამეურვეო საბჭო 15 მეურვისგან შედგება. თითოეული წევრი 6 წლის ვადით აირჩევა საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით. ამჟამად საბჭოს წევრები არიან - გიგა ნასარიძე, გიორგი ლომიძე, ნინო დანელია, ოთარ კობერიძე, ბაკურ სულაკაური, მამუკა ფაჩუაშვილი, ნატალია დვალი, დავით კანდელაკი, ზურაბ დავითაშვილი, ავთანდილ ანთიძე, ემზარ გოგუაძე, ეკა მაზმიშვილი და ნოდარ სარჯველაძე. საბჭოს თავმჯდომარე კი ლევან გახელაძეა.

ნატა ძველიშვილი, media.ge

ახალი ამბები