გიორგი ტუღუში: „აზერ სულეიმანოვმა განსხვავებული ეთნიკური ნიშანი დამაკნინებელ-შეურაცხმყოფელ კონტექსტში წარმოაჩინა“
25.04.2012
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დეპუტატ აზერ სულეიმანოვის მხრიდან პარლამენტარ ჯონდი ბაღათურიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ომბუდსმენის განცხადება Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
გიორგი ტუღუშის შეფასებით, დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა განსხვავებული ეთნიკური ნიშანი დამაკნინებელ-შეურაცხმყოფელ კონტექსტში წარმოაჩინა და ამ კუთხით ოპონენტის დისკრედიტაციას შეეცადა.
„შემაშფოთებელია, რომ გამონათქვამების ავტორი საქართველოს პარლამენტის დეპუტატია, რომელსაც ამ თვალსაზრისით გამორჩეული პასუხისმგებლობა აკისრია. მიუხედევად იმისა, რომ დისკუსიის საგანი, რასაც მოჰყვა ხსენებული განცხადება, ისეთი უაღრესად სენსიტიური თემა გახლდათ, როგორიცაა ეროვნებათშორისი ურთიერთობა, დაუშვებელია ხსენებული რომელიმე ეთნიკური ჯგუფის შეურაცხყოფისა და დაკნინების მიზეზი გახდეს", - აცხადებს სახალხო დამცველი.
გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ ყოველი ასეთი ფაქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს მშვიდობიან განვითარებას, ქვეყნის მოქალაქეთა ერთობას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებასა და საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
„მინდა, ასევე, შეშფოთებით აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირებისა და პოლიტიკური ფიგურების მხრიდან გახშირდა ამ ტიპის განცხადებებისა და გამონათქვამების გამოყენების შემთხვევები“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი და მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, ერთი მხრივ, თავი შეიკავონ ამგვარი რიტორიკისგან და მეორე მხრივ, უმკაცრესი შეფასება მისცენ ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის გამოვლინების ნებისმიერ შემთხვევას.
24 აპრილს პარლამენტის სხდომაზე მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, აზერ სულეიმანოვმა ჯონდი ბაღათურიას სომეხი და „ბაღათურიანი“ უწოდა. დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლებას ჩერქეზების გენოციდის აღიარებისთვის უსაყვედურა და დაინტერესდა, რა პასუხს გასცემს ხელისუფლება სომხური დიასპორების წარმომადგენლებს, რომლებიც თურქეთის მხრიდან გენოციდის აღიარებას ითხოვენ.
ბაღათურიას სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა მას სხდომათა დარბაზიდან ტუბი ესროლა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
მოგვიანებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აზერ სულეიმანოვის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის „აცნობიერებს, რომ ემოციური ფონის მიუხედავად, გაუმართლებელია ეთნიკური ნიშნით საქართველოს მოქალაქეების დაყოფა და ოპონენტის კრიტიკა ეთნიკური ნიშნის არგუმენტების მოხმობით“.
ინტერპრესნიუსი
სახელი: Dirce
2012-07-30 10:21
Hey, guru, I bought a bunch of coeips to sell, too. To cover my costs (book/shipping/etc.) I'm selling them for $13 if it's shipped, or $12 if you see me in person. It's still cheaper than retail. If you're interested, shoot me a note with your addy, etc. (bdolgner at gmail.com)
სახელი: Megan
2012-05-17 09:32
I will be putting this dazzling isnight to good use in no time.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას