კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში შპს „ავტოგაზის“ დირექტორი ზაზა დოლმაზაშვილი დააკავეს

26 აპრილი, 2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თელავში შპს „ავტოგაზის“ დირექტორი ზაზა დოლმაზაშვილი დააკავეს. „ავტოგაზის“ კუთვნილი ცენტრალური და მოძრავი გაზგასამართი სადგურები გარკვეული დროის მანძილზე დალუქული იყო და მოგვიანებით ისევ გაიხსნა.

როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, თელავში, შპს „ავტოგაზის“ ცენტრალურ გაზგასამართ სადგურზე საგადასახადო სამსახურის აგენტები მივიდნენ, რომლებმაც საწარმოს თანამშრომლებს არ უთხრეს ვინ იყვნენ და საუბარი უცენზურო სიტყვებით დაიწყეს. სადგურის ოპერატორებმა დირექტორს დაურეკეს. საგადასახადოს აგენტებმა შეურაცხყოფა დირექტორსაც მიაყენეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ საწარმოს დირექტორი დააკავა. ზაზა დოლმაზაშვილის დაკავების შემდეგ შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა შპს „ავტოგაზის“ კუთვნილი ცენტრალური და მოძრავი გაზგასამართი სადგურები დალუქეს.

ზაზა დოლმაზაშვილს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. ის დაკითხვაზე ჰყავთ.

მოწმის სტატუსით უკვე დაკითხეს საწარმოს მეპატრონე შოთა დემინაშვილი. მისი თქმით, დაკავებას ის თავად შეესწრო და ზაზას არაფერი დაუშავებია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი მომხდართან დაკავშირებით კომენტარისთვის კახეთის საოლქო პროკურორს გიორგი ჩივიაშვილს დაუკავშირდა. პროკურორმა განაცხადა, რომ კომენტარისთვის პროკურატურის პრესსამსახურისთვის მიგვემართა. პროკურატურის პრესსამსახური ინფორმაციის დაზუსტებას ერთ საათში დაგვპირდა.

კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენის დაკავების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. „დედოფლისწყაროში ვარ და არვიცი რა ხდება“, - განაცხადა გუბერნატორმა. გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმაც აღნიშნა, რომ ბიზნესმენის დაკავების ფაქტზე ინფორმაცია არც მას აქვს.

ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი კახეთში ავტოგაზგასამართი სადგურების ქსელის გარდა, თელავში სასტუმროს, რესტორანს და სხვა საწარმოებსაც ფლობს. შოთა დემინაშვილი თელავში დასასვენებელ კომპლექსსაც აშენებს.

თელავში კახეთის საინფორმაციო ცენტრი გადამღები ჯგუფები მუშაობენ და ახალი ინფორმაცია http://www.ick.ge-ზე/ მიღებისთანავე გავრცელდება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები