კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდია ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

27 აპრილი, 2012

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

ამის შესახებ „პირველს“ გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა.

მისი თქმით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავადაც კი არ გაუმჯობესებულა - მას გადაადგილება უჭირს.

„სამხარაულის ესქპერტიზის ბიუროს მიერ გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაცემული დასკვა არაადეკვატური და არაობიექტური იყო. ცოტნესთან შეხვედრას ვაპირებ და მერე ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას მოვითხოვთ. შევეცდებით, რომ ობიექტური დასკვნა მოვიპოვოთ. შემდეგ სასჯელაღსრულების შესაბამის დეპარტამენტსა და მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს მივმართავ“, - განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, გამსახურდია ძალიან განიცდის იმასაც, რომ ზოგიერთი ბეჭდური გამოცემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აღარ შედის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ამჟამად სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სახელმწიფო მოხელის მოქრთამვის მცდელობისთვის იხდის.

ქართულმა მართლმსაჯულებამ განაჩენთა საბოლოო შეკრების საფუძველზე მას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

გამსახურდიამ ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატის განცხადებით, საქმე „ცოტნე გამსახურდია - საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ წარმოებაში მიიღო და შესაბამისად, რეგისტრაციის ნომერი მიანიჭა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები