კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა საპროცესო გარიგებებზე ინფორმაცია ადმინისტრაციული საჩივრის შემდეგ მიიღო

27 აპრილი, 2012

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ (CCA) ადმინისტრაციული საჩივარი, რითაც CCA ითხოვდა საჯარო ინფორმაციას, თუ რამდენი საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა მცხეთის სასამართლოს მიერ 2007-2011 წლებში.

ამ ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ მცხეთის სასამართლოს 12 მარტს მიმართა. 16 მარტს სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა შალვა გრძელიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციას აცნობა, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესრულება სასამართლოს ძირითადი საქმიანობის პარალიზებას გამოიწვევდა.
 
„თქვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭიროა საქმეების სისტემატიზაცია, მოძიება და საარქივო დამუშავება, რაც მოითხოვს მნიშვნელოვნად დიდ დროს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისად, სასამართლოს აპარატი დაკავებულია სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ტიპის საქმეების მოძიება და ამ მიზნით სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალის ძირითადი რესურსების მობილიზება, საქმეთა სიმრავლის გამო ვერ მოხერხდება, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია არ არის სისტემატიზირებული მცხეთის რაიონულ სასამართლოში. აღნიშნული მოითხოვს ძირითადი ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას, რაც გამოიწვევს სასამართლოს ძირითადი საქმიანობის პარალიზებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ თქვენი თხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას“, - ნათქვამია სასამართლოს წერილში.
 
„სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ სასამართლოს უარი ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა. საჩივრის მიხედვით, მართალია სასამართლოს უპირველეს მოვალეობას მართლმსაჯულების განხორციელება წარმოადგენს, მაგრამ ამასთანავე მას კანონით პირდაპირ ევალება მასთან არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემა. ორგანიზაციის იურისტის შეფასებით, მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო არ დაემორჩილა კანონის პირდაპირ მოთხოვნებს და არასწორად განმარტა მისი დებულებები.
 
ადმინისტრაციული საჩივარი 20 აპრილს მცხეთის რაიონული სასამართლოს მენეჯერმა დიმიტრი ნიაზაშვილმა განიხილა და დააკმაყოფილა. 23 აპრილს, მცხეთის რაიონული სასამართლოდან „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ აცნობეს, რომ 2007-2011 წლებში მცხეთის სასამართლოს მოსამართლეთა მიერ დამტკიცებულია 1291 საპროცესო შეთანხმება.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები