კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამაზ თამაზაშვილი განაჩენის გასაჩივრებას ევროსასამართლოშიც გეგმავს

2 მაისი, 2012

30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
 
როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოტანისას განაცხადა, თამაზ თამაზაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I და II ნაწილის საფუძველზე შეფარდა, რაც განაჩენთა საბოლოო შეკრების საფუძველზე თავისუფლების 3 წლითა და 6 თვით აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ეს გადაწყვეტილება 1 თვის ვადაში შესაძლებელია, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდეს.
 
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თამაზ თამაზაშვილი ქართული მართლმსაჯულების ყველა ინსტანციის ამოწურვის შემდეგ განაჩენის გასაჩივრებას ევროსასამართლოშიც გეგმავს.

„დღევანდელი სასამართლოს პირობებში, ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას არც ველოდით. ჩემი სიმამრი პოლიტიკური მოტივითაა დაკავებული. სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და ყველა ინსტანციის ამოწურვის შემთხვევაში, ევროსასამართლოსაც მივმართავთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა 30 აპრილს საქალაქო სასამართლოში თამაზაშვილის პროცესის დასრულების შემდეგ.
 
თავის მხრივ, თამაზაშვილის ადვოკატების განცხადებით, სასამართლომ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
 
„ადამიანი იმ დანაშაულისთვის დააპატიმრეს, რაც არ ჩაუდენია. საქმეში არსებული მტკიცებულებები მის ბრალეულობას ვერ ადასტურებდა“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები