კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატა საქართველოს სახალხო დამცველის წერილს ეხმაურება

2 მაისი, 2012

სახალხო დამცველის განცხადებაზე, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილის, თინა ბოკუჩავას ვიდეოკომენტარი ამავე უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.

„კონტროლის პალატა მოქმედებდა და გააგრძელებს საქმიანობას პოლიტიკურ კორუფციასთან მიმართებაში კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა, - „პალატა აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს ჩვენი საქმიანობის პროცედურები და აისახოს შესაბამისი მეთოდოლოგიის დოკუმენტში. აქვე აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახური ახალი შექმნილია და მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მისი საქმიანობის დახვეწა მომავალში კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდეს“.

საქართველოს სახალხო დამცველმა „პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ახსნა–განმარტებების მიცემის მიზნით“ მოქალაქეებისთვის ახსნა–განმარტებების ჩამორთმევისას აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს ოფიციალური წერილი 1 მაისს გაუგზავნა.

ნეტგაზეთი

ახალი ამბები