კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების სამინისტროს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

7 მაისი, 2012

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს კანონდარღვევაში ადანაშაულებს.
 
„საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა სამინისტრომ პატიმარ დელიანიძის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით მსჯავრდებულის პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია გაავრცელა, რომლის დაცვაც სამინისტროს კონსტიტუციით ევალება. მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ხელყოფს როგორც გარდაცვლილი მსჯავრდებულის, ასევე სხვა პირთა უფლებებს. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება და საჯაროდ გამოტანა განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს, იმის გამო, რომ ამით არა მარტო გარდაცვლილი პირის კანონიერი ინტერესები ილახება, არამედ ჩრდილი ადგება პაციენტის ცოცხლად დარჩენილ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ასევე პირთა სხვა წრეს“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.
 
მისივე თქმით, მსგავსი ქმედება კანონით უნდა დაისაჯოს. „მივმართავ შესაბამის სამართალდამცველ ორგანოებს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყოს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ შესაბამისი პირები. მეორე მხრივ, მოვუწოდებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სამომავლოდ მსგავს უფლებადარღვევათა თავიდან ასაცილებლად სათანადო ღონისძიებები გაატაროს“, - აცხადებს ტუღუში.
 
შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულ ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება 3 მაისს გამოქვეყნდა.
 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მსჯავრდებული ავადმყოფობდა ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით“ და „2012 წლის 7 მარტს მსჯავრდებული დელიანიძე, შემდგომი მკურნალობის მიზნით  გადაყვანილ იქნა #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და დაეწყო ინტენსიური მკურნალობის კურსი, მაგრამ სამწუხაროდ, მიმდინარე წლის 1 მაისს დადგა პაციენტის ლეტალური შედეგი“.

 
ინგა მურუსიძე, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები