კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანანა კობახიძე: „პატიმრები ციხეებში შედიან და იქიდან აღარ გამოდიან“

8 მაისი, 2012

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მანანა კობახიძის განცხადებით, „პატიმრები ციხეებში შედიან და იქიდან აღარ გამოდიან“.
 
პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე კობახიძემ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ ნაშრომის „საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევის“ პრეზენტაციაზე ისაუბრა.
 
კობახიძე თანაავტორია წიგნის მეორე ნაწილისა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვას ეხება.

„პენიტენციურ სისტემაში საგანგაშო და ძალიან მძიმე სიტუაციაა. აბსოლუტურად დაუცველია პატიმრის სიცოცხლის უფლება. გასულ წელს საპატიმროებში 140 ადამიანი გარდაიცვალა. მიზეზი თითქოსდა, მათი დაავადებაა. არის შემთხვევები, როდესაც 18 წლის ახალგაზრდა შედის ციხეში და იქ ავადდება ტუბერკულოზით ან ჩ ჰეპატიტით, რის მკურნალობაც სათანადოდ არ ხდება. შედეგიანი მკურნალობა დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმეში ევროპული სასამართლო ერთვება. ასევე არის ძალადობრივი სიკვდილის ფაქტები, როდესაც პატიმრებს რატომღაც ჩამოხრჩობილს პოულობენ“, - განაცხადა კობახიძემ.
 
ამასთან, მან პატიმართა რაოდენობის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა დაასახელა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ადამიანის სიცოცხლის მიმართ ინერტულ და დანაშაულებრივ დამოკიდებულებას.

„ადამიანები ციხეში შედიან და იქიდან ვეღარ გამოდიან. ამის მიზეზია ერთის მხრივ, დაავადებები და მეორეს მხრივ - სასჯელების შეკრებითობა, რის გამოც ძალიან დიდხანს უწევთ იქ ყოფნა“, - განაცხადა კობახიძემ.
 
მისივე თქმით, პატიმრებს პრობლემები აქვთ დაცვის უფლების გამოყენების თავლსაზრისით და იმის გამოც, რომ მათი რესოციალიზაცია არ ხდება.
 
კობახიძე არსებული სიტუაციიდან გამოსავლად ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპის შეცვლას, საკანონმდებლო ცვლილებებს, ნაკლებად საშიშ დანაშაულში ბრალდებულთათვის ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებასა და საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნას მიიჩნევს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები