კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაცვლად, სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტო შეიქმნება

10 მაისი, 2012

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაცვლად, საქართველოში სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტო შეიქმნება. სამოქალაქო რეესტრის უფლებამონაცვლე სააგენტოს შექმნის შესახებ „სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქონება და ფინანსური საშუალებები გადაეცემა.

პროექტის თანახმად, სააგენტოს შექმნის მიზნები იქნება სახელმწიფო მომსახურების განვითარების ხელშეწყობა და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა; ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა; სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მისი მუდმივი სრულყოფა.

სააგენტოს ფუნქციებში შედის საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და დოკუმენტირების მოწესრიგებული სისტემის შექმნა. ასევე მოქალაქეობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა; ბინადრობის ნებართვისა და ვიზის გაცემა; საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა.

სამოქალაქო სააგენტოს რეორგანიზაცია ახალი კანონის ძალაში შესვლიდან ერთი თვის შემდეგ მოხდება.

კანონპრეოქტის ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და პავლე კუბლაშვილი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები