კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დუშეთში „ქართულ ოცნებას“ დარბაზის ქირაში სამმაგი თანხა გადაახდევინეს

10 მაისი, 2012

11 მაისს კოალიცია „ქართული ოცნება“ დუშეთის კულტურის სახლის დარბაზში ადგილობრივ მოსახლეობათან შეხვედრას მართავს. „ქართული ოცნების“ დუშეთის ოფისის ხელმძღვანელი, დოდო ჩოხელი მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ დარბაზის დასაქირავებლად მათ სამმაგი თანხა გადაახდევინეს. 

„11 მაისს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას ვაწყობთ. კულტურის სახლის დარბაზის დაქირავების განცხადებით დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 მაისს მივმართეთ. პასუხის გაცემა ძალიან გააჯანჯლეს. ჩვენთვის დარბაზის მოქირავების საქმეს დუშეთის გამგებლის მოადგილე, ნინო ხუციშვილი კურირებდა. ხუციშვილი ამბობდა, რომ დარბაზის გაქირავებაზე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ნებართვა იყო საჭირო. გამგებელ ვლადიმერ ბადაგაძეს დავურეკე. ვუთხარი, რომ  თუ დარბაზს ვერ ან არ მოგვაქირავებდნენ, არც ეს იყო პრობლემა, ამის შესახებ ღიად ვიტყოდი  და მოსახლეობასთან შეხვედრას ღია ცის ქვეშ მოვაწყობდით. როგორც გაირკვა, ბადაგაძე საქმის კურსში არ იყო. ამის შემდეგ ხელშეკრულება 15 წუთში  გაგვიფორმეს. ხელშეკრულება კი გავაფორმეთ, მაგრამ დარბაზის დაქირავებაში ძალიან დიდი თანხა გადაგვახდევინეს. კულტურის სახლის დარბაზს ძალიან ბევრი ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია ქირაობს. ასეთი ფასი ამ დარბაზში დღემდე არავის გადაუხდია. დარბაზში, რომელიც სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს 300 ლარად მიაქირავეს, „ქართულ ოცნებას“ 1000 ლარი გადაახდევინეს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი ამ დარბაზს საერთოდ უფასოდ უთმობენ“, - აღნიშნა  ჩოხელმა.
 
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნინო ხუციშვილი აცხადებს, რომ მას დუშეთის კულტურის სახლის დარბაზის ქირის ფასის განსაზღვრაში მონაწილეობა არ მიუღია. „მე ვკურირებდი მხოლოდ იმას, რომ ხელშეკრულება იურიდიულად კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფილიყო“, - აღნიშნა ხუციშვილმა.
 
დუშეთის კულტურის სახლი აიპ (არასამეწარმეო იურიდიული პირი) დუშეთის  კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს ეკუთვნის. ცენტრის გენერალური დირექტორი მაია სავაძე მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ დარბაზის ქირის თანხის ოდენობა გაწეული ხარჯის და მხარესთან ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე დგინდება.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ვრცლად: ორიგინალი

ახალი ამბები