კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რევაზ გეთიაშვილი - თბილისში წყალდიდობის წინასწარ პროგნოზირება შესაძლებელი იყო

14 მაისი, 2012

თბილისში წყალდიდობის წინასწარ პროგნოზირება შესაძლებელი იყო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოების ქსელის ხელმძღვანელმა რევაზ გეთიაშვილმა განუცხადა .

მისი თქმით, საუბარია წინასწარი რისკების დადგენაზე, რაც შესაბამისი სტრუქტურების არაკოორდინირებული მუშაობის შედეგად არ ხორციელდება.

“თუ რისკები გვეცოდინება, უკვე შესაძლებელი ხდება პროგნოზის გაკეთება.
წყალდიდობის დროს საუბარი მხოლოდ რეაგირებაზე იყო, რაც ასევე არ იყო სრულფასოვანი. როგორც მინიმუმ, შეტყობინების სისტემას უნდა იყოს მოწესრიგებული, რომლის შედეგად, ადამიანები სარდაფებში არ დარჩებოდნენ.

ხალხს უნდა მიეღო ინფორმაცია, რომ თავი დაეღწია იმ ტრაგედიისგან რაც დატრიალდა თბილისში. ეს მდგომარეობა რეგიონებშიც პროგნოზირებადი იყო. ზოგადად ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების მართვა სუსტია. ბევრი რგოლი, რომელიც ამ სისტემაში უნდა ფუნქციონირებდეს, არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, ჩვენ გვიხდება საუბარი უკვე დამდგარ ფაქტზე - მომხდარ სტიქიებზე,” განაცხადა გეთიაშვილმა.

მისი თქმით, შესაბამის უწყებებს შორის მეტი კოორდინაციაა საჭირო.

“ზარალი, რომელიც ქვეყანამ სტიქიის შედეგად მიიღო, შესაძლოა, ათჯერ უფრო ნაკლები ყოფილიყო,” განაცხადა გეთიაშვილმა.

მისი განცხადებით, ბიუჯეტში სტიქიის პრევენციისთვის გამოყოფილი თანხები დაუსაბუთებლად, მნიშვნელოვნად შეამცირეს, რის გამოც, ქვეყანას ასობით მილიონი ლარის ზარალი ადგება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები