კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

15 მაისი, 2012

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბოტკოველმა განუცხადა, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზაზა დევიძემ დაადასტურა, რომ სოფლებში „მეცხრე არხის“ და „მაესტროს“ სიგნალის მისაღებად სატელიტურ ანტენებს ისინი ფაქტობრივად უფასოდ აყენებენ.

„ქართული ოცნების“ აქტივისტმა და დამფუძნებელმა ზაზა დევიძემ ღიად განაცხადა, რომ ის არის როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ასევე „გლობალ ტივის“ რეგიონული მენეჯერი და მათ თურმე სოფლებში ხელისუფლება უშლის ხელს ანტენების დამონტაჟებაში. რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ნამდვილად დადიან სოფლებში და მოსახლეობას სთავაზობენ ანტენის უფასოდ დაყენებას, რაც ფაქტობრივად ამომრჩევლის მოსყიდვაა. მე მიმაჩნია, რომ ამ ფაქტით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანიზაციები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს ახორციელებენ, ასევე კონტროლის პალატა. ამ შეხვედრას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და მათ თავად მოისმინეს ეს განცხადება“, - აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

მისივე თქმით, სოფლებში ანტენის დაყენებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოსახლეობას სთავაზობენ, რომ იყვნენ მათი აქტივისტები, რაშიც ზოგს სთავაზობენ 200 ლარს, ზოგს 300 ლარს, ზოგს 500 ლარს და ა.შ. „ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია. მოსახლეობა გვატყობინებს და ჩვენც აქტიურად ვააშკარავებთ“, - განაცხადა სახელისუფლებო პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ზაზა დევიძემ, რომელიც თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 14 მაისს გამართულ დახურულ შეხვედრას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის სტატუსით ესწრებოდა, ნამდვილად განაცხადა, რომ ის ამავე დროს „გლობალTV“-ის კახეთის რეგიონული მენეჯერია. დევიძის განცხადებით, „გლობალ TV“ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სატელიტური ანტენის დადგმას 10 წლიანი განვადებით. „მსურველთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას და ამის შემდეგ ვაძლევთ მას ანტენას და რესივერს. სამონტაჟო სამუშაოებსაც „გლობალ TV“ ასრულებს. პირველი წლის განმავლობაში მომხმარებელი არაფერს არ იხდის, მომდევნო 9 წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს, თვეში 4 ლარი, სულ 432 ლარი უწევს. არაფერი ამას ამომრჩევლის მოსყიდვასთან საერთო არ აქვს“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზაზა დევიძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები