კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქიის შედეგად ვეძათხევში 24 წლის გარსევან გოგოჭური დაიღუპა

24 მაისი, 2012

დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევში მცხოვრები 24 წლის გარსევან გოგოჭურის ცხედარი არყალის ხევში იპოვეს. გარდაცვლილი ხევის წყალმა ნაპირზე გამორიყა. ახლობლები მის ცხედარს 21 მაისის შემდეგ ეძებდნენ.

„მეზობელ სოფელში იყო და სახლში ბრუნდებოდა. ხევზე რომ გადმოდიოდა, წყალი ადიდდა და ადიდებულმა წყალმა წაიღო. ცხედარს მთელი დღე უშედეგოდ ვეძებდით,“ -  განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვეძათხევში მცხოვრებმა თამარ ინაშვილმა.
 
24-საათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა საგანგებო სამსახურს მიმართეს. ცხედარი თბილისის პროზექტურაშია გადმოსვენებული.
 
ვეძათხევი დუშეთიდან 12 კმ-ში მდებარეობს. სოფელი, სადაც 11 ოჯახი გაუსაძლის სიღარიბეში ცხოვრობს, მეწყერის ალყაშია მოქცეული. გეოლოგების დასკვნით, იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა.

გასულ წელს ვეძათხევი 9 თვის განმავლობაში გარესამყაროსგან იყო მოწყვეტილი მას შემდეგ, რაც სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა მეწყერმა წაიღო. ადგილობრივები სოფლიდან გამოსვლას და შესვლას მხოლოდ საცალფეხო ბილიკებით ახერხებდნენ.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები