კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით ზილფიმიანის ცნობით, „პირველი სტერეოს“ იტალიელი პარტნიორები სასამართლოში ჩივილს გეგმავენ

25 მაისი, 2012

„პირველი სტერეოს“ იტალიელი მეწილეები  პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ სარჩელს იტალიის სასამართლოში შეიტანენ, - ამის შესახებ Media.Ge- ს ტელევიზიის დამფუძნებელმა, დავით ზილფიმიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, იტალიელი პარტნიორები მათი ქონების ხელყოფის (დაყადაღების) გამო ჩივილს აპირებენ და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

„იტალიურ სასამართლოში განხილული ამ საქმის განაჩენი ძალაში ვერ შევა, რადგან, ქართული კანონმდებლობით, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის და ქართველი მოპასუხის საქმე საქართველოს საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს“, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, კახა კოჟორიძე. მისივე განმარტებით, იტალიის სასამართლო იმ შემთხვევაში იქნება უფლებამოსილი განიხილოს საქმე, თუ კონტრაქტში მითითებული იყო, რომ დავის შემთხვევაში მიმართავდნენ ამ ქვეყნის სასამართლოს. 

Media.Ge ზილფიმიანის იტალიელი მეწილეების საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვებას „პირველი სტერეოს“ დამფუძნებლისგან შეეცადა, თუმცა ზილფიმიანმა ამაზე უარი განაცხადა.

„პირველ რიგში ენობრივი ბარიერის გამო ვერ შეძლებთ მათთან დაკავშირებას, მეორეს მხრივ კი, თავად მათ არა აქვთ ქართველი ჟურნალისტების ნდობა, არ იციან ჟურნალისტი იქნება ის, თუ ბეჟუაშვილის წარმომადგენელი, რომელიც ისე გამოიყენებს მის ნათქვამს, როგორც სურს“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

ბეჟუაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ორი სარჩელი ტელეკომპანიის დამფუძნებელს და ყოფილ დირექტორსაც შექვს. ერთი სარჩელით პარტნიორთა კრების გადაწყვტილების ბათილად ცნობას, მეორეთი კი დავით ზილფიმიანის ქონებაზე ყადაღის მოხსნას მოითხოვენ.

დავით ზილფმიანის განცხადებით, მის ქონებასთან დაკავშირებით პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც მან "სტერეო +"-ის ქონება შვილის სახელზე გადააფორმა და "მეცხრე არხთან" ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტი გააფორმა.

Media.ge

ახალი ამბები