კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესკონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით

21 მაისი, 2012

დღეს 13:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში გაიმართა საგანგებო პრესკონფერენცია თიანეთში პოლიციელების მიერ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის უკანონო დაკავებისა და ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს ცენტრის პოზიცია გააცნო. მისი თქმით, შემაშფოთებელია, როცა მსგავსი ფაქტები გამოუძიებელი რჩება და ამით წახალისებულია ჟურნალისტებზე ძალადობა.

დაზარალებულმა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა დეტალურად ისაუბრა, როგორ დააკავეს და რა მოხდა 20 მაისს თიანეთის პოლიციის შენობაში. 

ჟურნალისტს სოლიდარობა გამოუცხადა და პრესკონფერენციას შეუერთდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.  მან ჟურნალისტებს მოუწოდა, გაერთიანდნენ და პროტესტი გამოხატონ კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფისა და პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის გამო.

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ეროვნულ-დემოკრატული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური საელჩოების წარმომადგენლები.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები