კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღში ამერიკელ მეპატრონეს „მეცხრე არხისთვის“ ფართის მიქირავებაზე უარი ათქმევინეს

29 მაისი, 2012

სიღნაღში მცხოვრებ ამერიკელს, კომპანია „ხოხბის ცრემლების“ მეპატრონეს, ჯონ ვურდემანს ტელეკომპანია „მეცხრე არხისთვის“ ფართის მიქირავებაზე უარი ათქმევინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჯონ ვურდემანის ცოლის ძმამ შალვა მინდორაშვილმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც ფართის გაქირავების თაობაზე მომზადებული დოკუმენტები სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრის სააგენტოში წარადგინეს, ვურდემანს ტელეფონით დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, რომ „მეცხრე არხისთვის“ ოფისის მიქირავებაზე უარი ეთქვა.

„ფართი, რომელიც ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ უნდა ექირავებინა, ჩემი დის ქმარს, ჯონ ვურდემანს ეკუთვნის, მაგრამ მინდობილობით ჩემზეა. გასულ კვირას, როგორც კი საჯარო რეესტრში მივედით, რომ დოკუმენტი დაგვერეგისტრირებინა, მაშინვე დაურეკეს ჯონს და გააფრთხილეს, რომ ეს არ გაეკეთებინა. მან დამირეკა და მთხოვა,  მისთვის ანგარიში გამეწია და ეს გარიგება შემეწყვიტა. ის ახლა საქართველოში არ იმყოფება და ტელეფონით არ საუბრობს იმაზე, ვინ დაურეკა და რით დაემუქრა. როცა ჩამოვა, ალბათ, ამაზე ისაუბრებს“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს შალვა მინდორაშვილმა.

სიღნაღში „მეცხრე არხს“ გადამღები ჯგუფი უკვე ჰყავს. თუმცა, არსებული პრობლემების გამო, ისინი მუშაობას ჯერ ვერ იწყებენ. „მეცხრე არხის“ კორესპონდენტის, მადონა ბატიაშვილის თქმით, ცდილობენ საოფისედ სხვა ფართი მოიძიონ.

შეგახსენებთ, რომ „მეცხრე არხი“ ოფისს გურჯაანშიც ვერ ქირაობს. ოფისის დაქირავებაზე მესაკუთრეებთან მოლაპარაკება რამდენჯერმე შედგა, თუმცა კონტრაქტის გაფორმებამდე მათ „მეცხრე არხისთვის“ ფართის მიქირავებაზე უარი თქვეს. ტელეკომპანიის დირექტორის, კახა ბექაურის განცხადებით, მესაკუთრეებზე ზეწოლას რეგიონული ადმინისტრაცია ახორციელებს, რასაც სამხარეო ადმინისტრაციაში უარყოფენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები