კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიგი წერეთელი: „საჯარო მოხელე ოპოზიციის მიტინგებზე არ უნდა დადიოდეს“

29 მაისი, 2012

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი დარწმუნებულია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლება პოლიტიკური მოტივაციით არ მომხდარა.

როგორც წერეთელმა „პირWელს“ განუცხადა, „შვილის პოლიტიკური გემოვნების გამო პასუხი მშობელს არ უნდა მოეთხოვოს“. თუმცა, წერეთელი მიიჩნევს, რომ თუკი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებში თავად საჯარო მოხელე მონაწილეობს, ის სამსახურიდან უნდა წავიდეს.
 
„არა მგონია, რომ მიმინოშვილის ვაჟის „ქართული ოცნების“ გუშინდელ აქციაში მონაწილეობა მისი გათავისუფლების ძირითადი მიზეზი გამხდარიყო. მისი შვილი აქციაში მონაწილეობას სპონტანურად არ მიიღებდა, ხოლო თუკი ვინმე ამ ადამიანის პოლიტიკურ გემოვნებას იცნობდა, ამის გამო სამსახურიდან მშობლის გათავისუფლება რომ სდომოდათ, ეს მანამდე მოხდებოდა“, - განუცხადა „პირველს“ წერეთელმა, რომლის აზრით, განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის შესაბამისი გადაწყვეტილება საკუთრივ სამსახურეობრივ საკითხებს ეხება.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თვლის, რომ თუკი სახელმწიფო სტუქტურებში დასაქმებული ადამიანები მხარს ოპოზიციას უჭერენ და მათ მანიფესტაციებში მონაწილეობენ, ისინი სამსახურიდან უნდა გაუშვან.

„ეს იგივეა, ხვალ თქვენ თქვენი სამსახურის წინააღმდეგ მიმართულ მიტინგში რომ მიიღოთ მონაწილეობა. თუკი სახელისუფლებო სტუქტურებში დასაქმებული ადამიანები ოპოზიციის მიტინგებზე დადიან და ხელისუფლებას ებრძვიან, მათი გათავისუფლება ბუნებრივია. საჯარო მოხელე ოპოზიციის მიტინგებზე არ დადის!“ - განუცხადა „პირველს“ წერეთელმა, რომელიც ირწმუნება, რომ „ეს ასეა ყველა ქვეყანაში“.

ნათია ინაური, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები