კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტზე მოძალადე პოლიციელი მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა

31 მაისი, 2012

აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ჯონი ბაკურიძე, რომელიც თანამდებობიდან ტელეარხი „TV 25“-ის ჟურნალისტ თეონა თურმანიძის შეურაცხყოფის გამო გაათავისუფლეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად და უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვეთის რესპუბლიკებში ინვესტიციისა და ტურიზმის კუთხით წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.

„ვფიქრობ, რომ ბაკურიძე ამ თანამდებობაზე ვარშალომიძესთან მეგობრული ურთიერთობის გამო დაინიშნა. მრავალ ადგილას შემიმჩნევია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯონი ბაკურიძე ერთად“, - ამბობს „TV 25“-ის ჟურნალისტი თეონა თურმანიძე.

ჯონი ბაკურიძის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ეკა დავითაძემ დაადასტურა.

ბაკურიძე ასლან აბაშიძის დროს, აბაშიძის პირადი დაცვის სამსახურში მუშაობდა, რევოლუციის შემდეგ კი, წლების განმავლობაში, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი იყო. მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რაზედაც შსს-მ განცხადებაც გაავრცელა: „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა 2012 წლის 16 თებერვალს, ქ. ბათუმში, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის ჯონი ბაკურიძისა და ტელეკომპანია „TV 25“-ის ჟურნალისტს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალები. გენერალური ინსპექციის ხელთ არსებული მასალები იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ ჯონი ბაკურიძემ ჩაიდინა პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედება და იგი განთავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს უხდის „TV 25“-ის ჟურნალისტებს მომხდარი ფაქტის გამო და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პატივისცემას მათი საქმიანობის მიმართ“.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევაა, როცა სამართალდამცავების მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის გამო, პოლიციელი დაისაჯა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 16 თებერვალს მაშინ მოხდა, როცა „TV 25“-ის საინფორმაციო გადაცემა „მაცნეს“ გადამღები ჯგუფი ბათუმში რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში პატრულის მიერ მძღოლების შერჩევით დაჯარიმების ფაქტს აფიქსირებდა. სწორედ ამ დროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ჯონი ბაკურიძემ ჟურნალისტ თეონა თურმანიძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა, კამერა წაართვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, პოლიციამ ტელეკომპანია „TV 25“–ს ტელეკამერა დაუბრუნა.

მაკა მალაყმაძე,tspress.ge

ახალი ამბები