კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამერიკელი სენატორი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოთი დაინტერესდა

31 მაისი, 2012

ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოთი დაინტერესდა, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ სენატორთან 30 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დურბინი დაინტერესდა ასევე ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებით, აგრეთვე სენატორის ინტერესის საგანს წარმოადგენდა პოლიტიური პარტიების დაფინანსების საკითხი და არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების თემა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დურბინთან შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა არჩევნებსა და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ თემატიკას. როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, საიას მხრიდან ყურადღება გამახვილდა ე.წ. სავალდებულო ტრანზიტის თემაზე, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ საკაბელო მაუწყებლებს ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიების სიგნალები გადასცენ, რადგან ეს არის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და ამომრჩევლებისთვის სრული ინფორმაციის მიღების საშუალება.
საია-ს თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების, პარლამენტისა და სასამართლოს სისტემის სისუსტეზე, რაც ჩუგოშვილის თქმით, ნეგატიურად აისახება სარჩევნო გარემოზე.

ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ დურბინმა საქართველოში ვიზიტი 30 მაისს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში სენატორმა პირველი შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ნინო ლომჯარია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ეკა გიგაური, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და პროფკავშირების წარმომადგენელი. რიჩარდ დურბინის ვიზიტი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.  სენატორი საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები