კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმებას უკანონოდ მიიჩნევს

1 ივნისი, 2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება და მას უკანონოდ მიიჩნევს.

როგორც ცნობილია, 2012 წლის 28 მაისს ბიძინა გიორგობიანი ააიპ „ფონდი ქომაგის“ ანგარიშზე განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.  მიგვაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური გასცდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებს.  ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების თაობაზე არის უკანონო და დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო:

ჯერ კიდევ 2012 წლის 18 მაისს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური აცხადებდა, რომ ბიძინა გიორგობიანი ა) იყო  საქართველოს კონსერვატიული პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანი; ბ) იმავდროულად, იყო პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და გ) ბიძინა გიორგობიანი მისივე საჯარო განცხადებებით, მჭიდროდ იყო დაკავშირებული „ქართული ოცნების“ გეგმებთან.  

როგორც 18 მაისის განცხადებიდან ირკვევა, იმავე დღეს, ანუ 2012 წლის 18 მაისს მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეყადაღებინა საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ ანგარიშები, განეხორციელებინა ფონდის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და მიეღო ადმინისტრაციული ღონისძიებები. 

აღნიშნული კი გულისხმობდა, რომ 2012 წლის 18 მაისს მონიტორინგის სამსახურმა, საკუთარი გადაწყვეტილებით, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგი“ მისი საჯაროდ განცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად ცნო, რაც ფონდი „ქომაგისათვის“ პარტიებისთვის დადგენილი შეზღუდვების გავრცელებას გულისხმობდა.

თავის მხრივ, საინტერესოა ის გარემოება, რომ ბიძინა გიორგობიანი გამორიცხავს განხორციელებული ტრანზაქციის პოლიტიკურ შინაარსს და აცხადებს, რომ ის არ არის არც საქართველოს კონვერვატიული პარტიის საერთაშორისო მდივანი და არც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. გიორგობიანი განმარტავს, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად არ ირიცხება რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრად საქართველოში.

ამას გარდა, მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, ბიძინა გიორგობიანმა შემოწირულება 2012 წლის 10 მაისს განახორციელა.  ხოლო გადაწყვეტილება საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ ანგარიშების დაყადაღების და ფონდის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის თაობაზე მონიტორინგის სამსახურმა მხოლოდ 2012 წლის 18 მაისს მიიღო.  

შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის 10 მაისს ბიძინა გიორგობიანისთვის ცნობილი იყო ფონდი „ქომაგის“ მონიტორინგის სუბიექტად მიჩნევის და შესაბამისად, მასზე პარტიებისათვის დადგენილი შეზღუდვების გავრცელების თაობაზე. 

პირველი საჯარო განცხადება  ფონდი „ქომაგის“ დაარსებასა და მისი საქმიანობის მიზნებთან დაკავშირებით მონიტორინგის სამსახურმა მხოლოდ 10 მაისის შემდეგ, 2012 წლის 14 მაისს გააკეთა.  შესაბამისად, ბიძინა გიორგობიანისთვის შეუძლებელი იყო იმის ცოდნა, რომ 10 მაისს ის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს არღვევდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დადგენილება ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების თაობაზე არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

ახალი ამბები