კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცველებმა ინტერნეტ პორტალებზე კიბერშეტევის გამო ლევან დარჯანია დააკავეს

4 ივნისი, 2012

სამართალდამცველებმა ინტერნეტ პორტალებზე კიბერშეტევის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით 1993 წელს დაბადებული ლევან დარჯანია დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება სხვადასხვა ინტერნეტ პორტალებზე კიბერ შეტევის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, პოლიციის მიერ დაკავებულია 1993 წ/დ ლევან დარჯანია, რომელსაც ბრალი ედება კომპიუტერული პროგრამის უკანონოდ დამზადებასა და გავრცელებაში, რამაც გამოიწვია ინტერნეტ პორტალების ფუნქციონირების განზრახ შეფერხება.

ლევან დარჯანია ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები