კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ მოხსნეს თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ზურაბ უძილაური

4 ივნისი, 2012

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 14 მაისს შეუერთდა, აცხადებს, რომ თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ზურაბ უძილაური მასთან მეგობრობის გამო მოხსნეს. ზურაბ ზვიადაური უძილაურის ბავშვის ნათლიაა.

„თანამდებობიდან მისი გათავისუფლების მიზეზი ჩემთან მეგობრობა და  ჩვენი სატელეფონო ზარები გახდა. ზურაბს უთხრეს, რომ ან ჩემთან გაწყვეტდა კონტაქტს, ან სამსახურს დაატოვებინებდნენ. მან სამსახურის დატოვება არჩია“, - განუცხადა ზვიადაურმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.
 
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ზურაბ უძილაურს ვერ დაუკავშირდა. მას ტელეფონი გამორთული აქვს. 
 
30 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურა, რომ თიანეთის პოლიციიდან ერთ-ერთი მოადგილე მართლაც გათავისუფლდა. გვენეტაძის თქმით, მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
 
შეგახსენებთ, რომ თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილედ ამ დრომდე მუშაობს მამუკა შალამბერიძე, რომელმაც 20 მაისს, თიანეთში, პოლიციის შენობის გადაღების დროს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი უკანონოდ დააკავა. შალამბერიძემ და პოლიციის კიდევ ორმა თანამშრომელმა მთივლიშვილი პოლიციის შენობაში ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს, რამდენჯერმე დაარტყეს, კამერა წაართვეს, ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა წაუშალეს და ერთი საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ. ჟურნალისტის დაკავების პროცესს თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე მამუკა შალამბერიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ინსტრუქციებს ტელეფონით პოლიციის უფროსისგან იღებდა. ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფაც შალამბერიძემ მიაყენა. გელა მთივლიშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თიანეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას თხემის არეში დაჟეჟილობის და ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.
 
მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 30 მაისს დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით 21 მაისს მიმართა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები