კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ აქტივისტს პოლიციამ მანქანა ჩამოართვა

5 ივნისი, 2012

დაბა თიანეთში პოლიციის თანამშრომლებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტს მევლუდ შუშანაშვილს ტყეში მოგროვილი ნაყარი შეშით დატვირთული მანქანა ჩამოართვეს.

„სახლში ერთი თვის შვილიშვილი მყავს. საღამოს ცივა ხოლმე. ტყეში ნაყარი შეშა მოვაგროვე და სახლში მიმქონდა, როცა პოლიციამ გამაჩერა. მანქანა ჩამომართვეს, პოლიციაში წაიღეს და დალუქეს. მეუბნებიან, გამოძიება დავიწყეთ და ჩვენება უნდა მოგვცეო. მე არაფერს ვეუბნები, რადგან ადვოკატი არ მყავს და ისე რას იზამენ, კაცმა არ იცის“, - განუცხადა მევლუდ შუშანაშვილმა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.

15 მაისს, თიანეთში „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ შუშანაშვილების რვასულიან ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ საარსებო შემწეობა შეუწყვიტა. ამასთან, პოლიციამ დაკითხვაზე ჯერ ოჯახის უფროსი მევლუდ შუშანაშვილი დაიბარა, დაკითხვის შემდეგ კი რაც ის „ქართული ოცნების“ ოფისში შენიშნეს, პოლიციაში მისი შვილი ლევან შუშანაშვილიც დაიბარეს. ოთხი დღის განმავლობაში მამა-შვილი დაკითვაზე დაჰყავდათ. ამ თემაზე მასალის მომზადების დროს თიანეთის პოლიციამ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი უკანონოდ დააკავა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები