კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტის გამგებელი კობა მაისურაძე რამდენიმე წუთით დააკავეს

5 ივნისი, 2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცავებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე დააკავეს. წყაროს ცნობით, გამგებლის დაკავება ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახანძრო - სამაშველო სამსახურისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება.

„გამგებელი დაკავებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის პეტრე ცისკარიშვილის ჩარევით გაათავისუფლეს“, - იტყობინება წყარო.

ახმეტის გამგებელი კობა მაისურაძე მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. „არა, როდის? რატომ? ვინ მოგაწოდათ ეგ ინფორმაცია?“, - კითხულობს გამგებელი.

გამგებლის დაკავების ფაქტი კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურეს გამგეობის თანამშრომლებმაც.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად პეტრე ცისკარიშვილს ვერ დაუკავშირდა.

გადამოწმებული ინფორმაციით, ახმეტის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ახმეტის სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსმა ბესიკ ნასიპაშვილმა თანამდებობა დატოვა. ნასიპაშვილი თანამდებობის დატოვების მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები