ახმეტაში საინფორმაციო სააგენტო info 9-ის ოპერატორს კახა მეკოკიშვილს ძალოვანები დაემუქრნენ. ინციდენტი 5 ივნისს საღამოს მოხდა.
კახა მემოკიშვილის ცოლის ძმის, „ქართული ოცნების“ წევრის ოთარ წიკლაურის განცხადებით, ძალოვანები მის სიძეს სახლში დაადგნენ და განუცხადეს, რომ თუ ჟურნალისტურ საქმიანობას თავს არ დაანებებს და სამმართველოში არ გამოცხადდება, პოლიციელები მას ძალის გამოყენებით წაიყვანენ. წიკლაური განმარტავს, რომ შელაპარაკების დროს პოლიციელებმა info 9-ის ოპერატორს აგინეს.
სააგენტოს ოპერატორის მიმართ მუქარის ფაქტს ადასტურებს კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ხელმძღვანელი ზაქარია ქინქლაძე.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი კახა მეკოკიშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მომხდარზე ის ჯერ კომენტარს არ აკეთებს.
კომენტარი არც შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში გააკეთეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი