კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ რადიო „ცხელ შოკოლადს“ კანონი არ დაურღვევია

6 ივნისი, 2012
რადიო „ჰერეთმა“ (ლაგოდეხი) კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 4 ივნისს მიმართა და რადიო „ცხელი შოკოლადის“ (თბილისი) სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერება მოსთხოვა. „ჰერეთის“ მიერ კომისიისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მათი ინფორმაციით, რადიო „ცხელი შოკოლადის“ (FM 98.5)  ინვესტირება სააქციო საზოგადოება „ვიდოფონმა“ შეაჩერა, რის გამოც რადიოდან თანამშრომლები წავიდნენ და რადიოს კონცეფციის შეცვლა იგეგმება.

„თუკი რადიო „ცხელ შოკოლადს“ აღარ შეუძლია თანამშრომლების ყოლა, ვერ ამზადებს გადაცემებს და აღარც დამფინანსებელი ჰყავს, იგი ვერ შეძლებს მაუწყებლობას და შესაბამისად,  ვერ შეასრულებს კონკურსის პირობებით დაკისრებულ ვალდებულებებს და  საკუთარი კონცეფციით გაწერილ პროგრამული დაპირებების განხორციელებას“, - აღნიშნულია წერილში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივნის, ხატია ყურაშვილის თქმით, სპონსორისა, თუ დამფინანსებლის შეცვლით კანონი არ ირღვევა.

„შეიძლება ეს ინვესტიცია სხვა წყაროდან მოიტანონ, ეს კომისიის კომპეტენციის სფერო არ არის. გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის თანახმად მაუწყებელს შეუძლია წელიწადში გადაბმულად 90 დღით და წყვეტილად 120 დღით ნებისმიერი მიზეზით  შეაჩეროს მაუწყებლობა. შესაბამისად კომისია რაიმე სახის დარღვევას ვერ ხედავს“,- განუცხადა Media.Ge-ს ხატია ყურაშვილმა.

რადიო „ცხელ შოკოლადში“ რეორგანიზაციის მიმდინარეობა და თანამშრომლების ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლება Media.Ge-ს 4 ივნისს დაუდასტურა რადიოს დირექტორმა ქეთევან ბაბუნაშვილმა. თუმცა, მან განაცხადა, რომ რადიო მაუწყებლობას არ წყვეტს.

„რადიო სრული დატვირთვით არ გასულა ეთერში. საცდელი მაუწყებლობა გვქონდა. ამიტომაც ბუნებრივია რომ შეიძლება შეიცვალოს რაღაცები.  შიდა სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება“, - აღნიშნა ქეთევან ბაბუნაშვილმა.

რადიომ „ცხელი შოკოლადი“ მაუწყებლობის ლიცენზია, FM 98.5 სიხშირეზე, 2011 წლის 30 სექტემბერს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული კონკურსის შემდეგ მოიპოვა. ამავე კონკურსში მონაწილეობას იღებდა რადიო „ჰერეთიც“, რომელსაც კახეთის გარდა თბილისში მაუწყებლობის დაწყება სურდა. თუმცა მან ლიცენზია ვერ მიიღო. კომისიის ეს გადაწყვეტილება „ჰერეთმა“ სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესი ჯერ არ დასრულებულა. 

ნატა ძველიშვილი, media.ge

ახალი ამბები