კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რამაზ საყვარელიძე: „კლინტონი მცირე, ზრდილობიან დისკუსიაში შევიდა მიხეილ სააკაშვილთან“

6 ივნისი, 2012

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრჩხილები არც 5 მაისს  გახსნა.

„სააკაშვილმა ჟურნალისტს ისე უპასუხა, რასაც ზრდილობა ითხოვს, რომ მთავარია ინსტიტუტები და არა - ინდივიდები. სხვათა შორის, ამაზე ჰილარი კლინტონმა საინტერესო განმარტება გააკეთა და თქვა, რომ პიროვნებებსა და ლიდერებზეა დამოკიდებული ის, თუ რა დღეში ჩავარდება ინსტიტუტები. შეიძლება ითქვას, რომ კლინტონი მცირე, ზრდილობიან დისკუსიაში შევიდა მიხეილ სააკაშვილთან, რადგან უთხრა, რომ სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული, რამდენად დემოკრატიული იქნება საქართველოში პრეზიდენტისა და პრემიერობის ინსტიტუტი და თუ ის პირველ პირობას გააგრძელებს, იქ დემოკრატიაზე ლაპარაკი ძნელი იქნება“, - განუცხადა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“.

ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, სააკაშვილს სურვილი აქვს პრემიერ-მინისტრი გახდეს, თუმცა ამაზე ამ ეტაპზე ღიად საუბარი მისთვის მომგებიანი ორი მიზეზის გამო არ არის.

„მე მგონია, რომ მას სურვილი აქვს, დაიკავოს პრემიერის პოსტი. გასაკვირიც იქნება, რომ ასეთ ახალგაზრდა პოლიტიკოსს პოლიტკიური კარიერის ამ დონეზე გაგრძელების ამბიცია არ ჰქონდეს, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად გაუწევს ის ანგარიშს პირობებს. შეიძლება გაუწიოს, შეიძლება - არა, მაგრამ ამჟამად ამას ღიად ვერ იტყვის: იმის თქმით, რომ არ აპირებს პრემიერობას, მისი პოლიტიკური კამპანია დაიშლება, ხოლო იმის აღიარებით, რომ მთავრობის ხელმძღვანელობა მის სამომავლო გეგმებში შედის, უცხოეთს გაანაწყენებს. ასე რომ, პეპელასავით არის, ვერც ერთს ამბობს და ვერც - მეორეს“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

მიხეილ სააკაშვილს პრემიერობასთან დაკავშირებით 5 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა „როიტერის“ ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც პრეზიდენტს პირდაპირი პასუხი არ გაუცია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მთავარი ინსტიტუტების მშენებლობაა და არა - ინდივიდები.

პრეზიდენტის კომენტარის პარალელურად, ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვა იმ გადაწყვეტილებების მნიშვნელობას, რომელსაც, მისივე თქმით, საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები მიიღებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ეს გადაწყვეტილებები დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდასა და აშენებაზე დიდად იმეტყველებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები