კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატა დავით ბეჟუაშვილის მიერ მოსახლეობისთვის სადღესასწაულო სუფრით გამასპინძლების ფაქტს შეისწავლის

7 ივნისი, 2012

კონტროლის პალატა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ბეჟუაშვილის მიერ ასურეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის სადღესასწაულო სუფრით გამასპინძლების ფაქტს შეისწავლის.

„მიმდინარე წლის 5 ივნისს მედიასაშუალებებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ბეჟუაშვილის მიერ ასურეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობის სადღესასწაულო სუფრით გამასპინძლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინასწარი შეფასებით, აღნიშნული ფაქტის შესწავლა მონიტორინგის მანდატის ფარგლებში ექცევა. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური ამ ფაქტთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევას გააგრძელებს და შედეგების თაობაზე საზოგადოებას დამატებით აცნობებს. მონიტორინგის სამსახური ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების პროცესში ყველა დაინტერესებულ პირთან ითანამშრომლებს“, - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.

ნინო ჩიჩუა, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები