კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Freedom House-ს შეფასებით, საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყანაა

7 ივნისი, 2012

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ „ჰიბრიდული“ რეჟიმის კატეგორიაში მოხვდა.

დასკვნა ორგანიზაციამ გუშინ გამოაქვეყნა, რომელიც 2011 წლის მაჩვენებელს მოიცავს. დოკუმენტი, სახელწოდებით „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში“, აერთიანებს ტენდენციებს, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის 29 ქვეყანაში ბოლო წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

სახელმწიფოები კვლევის ავტორების მიერ 7 ქულიანი შკალით შეფასდნენ, სადაც 1 ქულა არის საუკეთესო მაჩვენებელი და ამ ქულის მფლობელი ქვეყანა მთლიანად დემოკრატიულად ითვლება, ხოლო 7 ქულის მფლობელი - ავტორიტარული რეჟიმის მქონე სახელმწიფოდ.

ანგარიშის ავტორებმა საქართველოში დემოკრატიის დონე 4, 82 ქულით შეაფასეს. საარჩევნო სისტემა - 5 ქულით; სამოქალაქო საზოგადოება - 3,75; თავისუფალი მედია - 4,25 ქულით; ქვეყნის დემოკრატიული მმართველობა - 5,75 ქულით შეფასდა; ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა - 5,50; სასამართლო დამოუკიდებლობა - 5 ქულა; კორუფცია - 4,50 ქულა.

„ქვეყნებს, რომლებმაც „ცივი ომის“ შემდეგ პროგრესს მიაღწიეს, დემოკრატიის ჩამოყალიბების პროცესში პრობლემები აქვთ. ბოლო 5 წელიწადში აშკარა სტაგნაციაა ევროკავშირის ახალ წევრებსა და ბალკანეთის ქვეყნებში, ამის მაგალითია უკრაინა, უნგრეთი, რომელთა მაჩვენებელი გაუარესებას განაგრძობს“, -ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება რეიტინგს, სრული დემოკრატიის ქვეყნების სიას 1, 89 ქულით სლოვენია უდგას სათავეში. ნახევრად დემოკრატიული ქვეყნების რეიტინგს 3,14 ქულით ბულგარეთი ლიდერობს.

„ჰიბრიდული“ რეჟიმის ქვეყნებს შორის 4,14 ქულით პირველ ადგილზეა ალბანეთი; მეორეა - ბოსნია და ჰერცოგოვინა - 4,36 ქულით; უკრაინა და საქართველო - 4,82 ქულის მფლობელები გახდნენ.

ნახევრად ავტორიტარული ქვეყნების რეიტინგში კოსოვო 5,18 ქულით და სომხეთი 5,39 ქულით მოხვდნენ.

ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვყენებში რუსეთი 6,18 ქულით მოხვდა, ხოლო აზერბაიჯანი - 6,57 ქულით.

ყველაზე ავტორიტარული ქვეყანა ანგარიშის მიხედვით უზბეკეთია - 6,93 ქულით.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები