კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, „თბილისის მიკროავტობუსსა“ და სარეკლამო კომპანიას შორის ხელშეკრულება არაკონსტიტუციურია

11 ივნისი, 2012

სატრანსპორტო გაერთიანება „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილება თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსებში აიკრძალოს რადიო–არხების მაუწყებლობა, პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლს, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე–10 მუხლს და გაეროს 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლს. მიგვაჩნია, რომ კერძო კომპანიის გადაწყვეტილება გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტური უფლების შეზღუდვას წარმოადგენს და ლახავს მოქალაქეთა ყველაზე მაღალ სიკეთეს – თავისუფლად, ცენზურის გარეშე მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შევახსენებთ კერძო კომპანიის წარმომადგენლებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამიტომაც, სარეკლამო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებაც ამ პრინციპების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო.

ჩვენი შეფასებით, სატრანსპორტო გაერთიანებას არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების შესახებ გაეფორმებია ისეთი ხელშეკრულება, რომელიც მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვას გამოიწვევდა. ლოგიკას მოკლებულია განცხადებები, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა აღმოჩნდა, რომ მიკროავტობისებში ხმოვანი სარეკლამო რგოლის ეკრანზე განთავსებას სამარშრუტო ტაქსებში გამოყენებული რადიო საშუალებები უშლის ხელს. საზოგადოებას არ გაცნობია არც დამოუკიდებელ  ექსპერტთა მოსაზრება, რომელიც ტექნიკური შეუსაბამობის შესაძლებლობას დაადასტურებდა. თუკი ტექნიკურად რადიომიმღებსა და სარეკლამო გახმოვანებას შორის არსებობს შეუსაბამობა, აუცილებელია სარეკლამო უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში შევიდეს ცვლილება და მიკროავტობუსებში სარეკლამო რგოლების მგზავრებისთვის მიწოდება მოხდეს მხოლოდ გამოსახულების გარჩევადობის პრინციპის დაცვით. როცა საკითხი დგება – გამოხატვის თავისუფლების დაცვა თუ კერძო კომპანიის კომერციული ინტერესი, ევროპული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ უპირატესობა გამოხატვის თავისუფლებას ენიჭება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ ქალაქ თბილისის მერიას, რომლის 2011 წლის სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიაა პასუხისმგებელი თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე– რეაგირება მოახდინოს სატრანსპორტო გაერთიანება „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილებაზე და დაიცვას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა.
 
„ახალგაზრდა ადვოკატები“ შექმნილ ვითარებას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ცენზურის აკრძალვის უფლების დარღვევადაც აფასებს, რადგან მოსახლეობას პირდაპირ ეზღუდება შესაძლებლობა, მიკროავტობუსებში მგზვარობისას მოუსმინონ განსხვავებულ აზრს, პოლიტიკურ ინფორმაციას, რაც თავის მხრივ, საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობის ლეგიტიმაციას საფრთხის ქვეშ აყენებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მედიარელიზის მიხედვით

ახალი ამბები