კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტისა და უფლებადამცველის გელა მთივლიშვილის უკანონო დაკავება და ფიზიკური შეურაცხყოფა

13 ივნისი, 2012

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH)  განცხადება

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH)  და მისი წევრი ორგანიზაცია საქართველოში, ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) შეშფოთებას გამოთქვამენ თიანეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტისა და უფლებადამცველის გელა მთივლიშვილის უკანონო დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო.

2012 წლის 20 მაისს, პოლიციის სამმა თანამშრომელმა ჯერ უკანონოდ დააკავეს და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანის უფლებათა ცენტრის წევრს და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს. ის თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა თიანეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში.

მთივლიშვილი იღებდა თიანეთის პოლიციის შენობას რეპორტაჟის მოსამზადებლად, როდესაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელი მიუახლოვდა და მოსთხოვა დოკუმენტების წარდგენა. მოულოდნელად მას კიდევ ორი პოლიციელი მიუახლოვდა და მთივლიშვილი ძალის გამოყენებით შეათრიეს პოლიციის შენობაში.

უკანონო დაკავების დროს, გელა მთივლიშვილს თავში ჩაარტყეს და წიხლი ჩაარტყეს მუცელში. მას არ მისცეს საშუალება დაერეკა ადვოკატისთვის. მოგვიანებით, პოლიციელებმა ის ძალის გამოყენებით გამოაგდეს პოლიციის შენობიდან. ამის შემდეგ ჟურნალისტს საშუალება მიეცა ესარგებლა სასწრაფო სამედიცინო დახმარებით.

დაკავების დროს მთივლიშვილის კამერიდან წაშალეს მის მიერ გადაღებული ფოტო მასალა მიუხედავად იმისა, რომ მას სრული, კანონიერი უფლება ჰქონდა გადაეღო და შეენახა აღნიშნული ფოტოები.

საქართველოს სახალხო დამცველის 21 მაისის განცხადების შემდეგ, პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 31 მაისს დაიწყო. პროკურატურამ უნდა შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მიმართვა, რომელიც უარყოფდა გელა მთივლიშვილის განცხადებას პოლიციელების მიერ მისი ცემის შესახებ; შსს-მ აღნიშნული განცხადება 20 მაისს გაავრცელა, რითაც სცადა პასუხისმგებლობა აეცილებინა დამნაშავეებისთვის.

FIDH და HRIDC განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ გელა მთივლიშვილის საქმესთან დაკავშირებით.

ჩვენ ვგმობთ მის უკანონო დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ:

• უზრუნველყოს გელა მთივლიშვილისა და ყველა უფლებადამცველის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა;
• ჩაატაროს ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ზემოთხსენებულ ფაქტებზე, რომლის შედეგებიც გახდება საჯარო იმისათვის, რომ მოხდეს დამნაშავეების დასჯა კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ;
• ქვეყანაში ბოლო მოეღოს ყოველგვარ ძალადობას ჟურნალისტებისა და ყველა უფლებადამცველების მიმართ, 1998 წლის უფლებადამცველების შესახებ გაეროს დეკლარაციის მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონალური ინსტრუმენტების შესაბამისად, რომლის წევრიც არის საქართველო.

პარიზი – თბილისი, 2012 წლის 12 ივნისი

ახალი ამბები