მომავალ საპარლამენტო არჩევნებისთვის რუსი დამკვირვებლები საქართველოში ჩამოსვლას ვერ შეძლებენ. საერთაშორისო დამკვირვებელთა შერჩევის ახალი კრიტერიუმებს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ითვალისიწინებს, რომელიც მეორე მოსმენით უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული.
კანონპროექტის მიხედვით, იმისთვის, რომ სახელმწიფომ ან ორგანიზაციამ საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნა შეძლოს, საქართველოს კანონმდებლობას, სუვერენიტეტს და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების მიმართ პატივისცემას უნდა გამოხატავდნენ. ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესის ხელშეშლისგან თავის შეკავება მოეთხოვებათ.
ახალი რეგულაციების მიხედვით კი, სადამკვირვებლო მისიების ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭირვალობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს; იმავდროულად, უნდა იყვნენ პოლიტიკურად მიუკერძოებლები; გამორიცხული იყოს ინტერესთა კონფლიქტი.
როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, რუსეთს საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნის და ვითარების არევის სურვილი გასჩენოდა.
მისი თქმით, თუ სახელმწიფო საქართველოს სუვერენიტეტს და კანონმდებლობასს არ აღიარებს და მეტიც, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, გასაგებია, რა მოტივაცია ექნება მას საარჩევნო პროცესში მონაწილეობისას.
ინტერპრესნიუსი