კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ

14 ივნისი, 2012

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. როგორც “ინტერპრესნიუსს” მამუკა ჯიბლაძის დედამ, მადლენა კომახიძემ განუცხადა , მამუკა ჯიბლაძე სახლიდან 11 ივნისს, 14:00 საათზე გავიდა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სემინარს უნდა დასწრებოდა, შემდეგ კი მას სამსახურეობრივი სხვა შეხვედრაც ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა როგორც ირკვევა, არც ერთ ადგილზე მამუკა ჯიბლაძე არ მისულა.

ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. მამუკა ჯიბლაძის ბინაზე იმყოფებოდა გამომძიებელიც.
 
მადლენა კომახიძის ცნობით, 52 წლის მათემატიკოსს საზღვარგარეთაც კარგად იცნობდნენ. იგი მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების (CAT) ალგორითმის ავტორია.

მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არც გამოცდების ეროვნულ ცენტრში გააჩნიათ. მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისს, ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს უნდა შეხვედროდა.

მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტზე საუბრობენ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლებიც. მათი განცხადებით, ჯიბლაძე რამდენიმე დღეა, არ უნახავთ და ვერც მის ადგილსამყოფელს მიაკვლიეს.

ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ნაკლებად ვარაუდობენ, რომ დაკარგულს რაიმე სახის პირადი პრობლემები ჰქონოდა.

 ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები